"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

1956 წელი - რას ჰყვება ძია ჟორა, რომელმაც სტიქიური უბედურებისას ხალხი გადაარჩინა

"ჩემი თვალით ვნახე, მტკვარს შიშველი ხალხი როგორ მიჰქონდა"

თბილისი სტიქიის შედეგების ლიკვიდაც­იაზე­ მუშაობს, რაც, ალბათ, მოხერხდება, თუმცა, სიცო­ცხლის აღდგენა შეუძლებელია. და კიდევ: შვება დიდ უბედურებაშიც არის - სტიქიამ ჩვენი ნაცარწაყრილი ღირსებები­ და თანადგომის უნარი აღადგინა - კიდევ ერთ­ხელ გვაგრძნობინა, რომ უბედურებასთან დასაპირისპირებლად ერთმანეთის გვერდში­ დგომა შეგვიძლია.

სტიქიური უბედურებები კი ჩვენს დედაქალაქს არაერთხელ დასტყდომია თავს. 60 წლის წინაც მოხდა, მაგრამ ამ ხსოვნის გასაქრობად საგანგებოდ იმუშავა საბჭოთა სახელმწიფომ. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობენ ენით აუწერელი ჯოჯოხეთის თვითმხილველები და არსებობს ნოდარ დუმბაძის­ პერსონაჟი გიჟი მარგო, რომელიც ორთაჭალის აბან­ოში იყო, როცა მოვარდნი­ლმა წყალმა იქაურობა პირთამდე ამოავსო და ადამიანები აბობოქრებული მტკვრისკენ გაიტაცა. არსებობს მარგოს სიმღერა: "პარახოდი­ მიდის, მოდის, ქანაობს, კოხტა გოგო აბანოში ბანაობს..."

ასევე ნახეთ| "შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

როცა თბილისს თავს ახალი უბედურება­ დაატყდა, რატომღაც ორთაჭალის აბანო­ებისკენ წავედი. ახლა ამ აბანოების ულამაზეს თაღებს შორის ასევე ულამაზესი ყვავ­ილნარია. სკამებზე ჩამომსხდარ ხანში შესულ ადამიანებში შეიძლებოდა მომენახა 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობის მომსწრე. ჩემდა გასაკვირად, მივაგენი­. ერთმა ხელი ჩამომართვა, - თემურ ლოლ­იევი ვარ, მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს­. თუმცა, ჯობს, ძია ჟორას­ დაუცადო, მას აბანოებიდან ხალხი გამოჰყავდაო...

თემურ ლოლიევი: - 6 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს გორაზე სახლი ედგათ­. იქიდან დავყურებდი, შიშველი ხალხი წყალს მტკვარში როგორ მიჰქონდა.­ მტკვარიც კალაპოტიდან გადმოდიოდა და აბანოებიდან წამოსულ აქაფ­ებულ წყალს უერთდებოდა. ამ საშინელ სანახაობას თვალს ვერ ვაცი­ლებდი.­ დედამ ხელი მტაცა და გაყვანა­ უნდოდა, მაგრამ თვითონაც გაშეშდა. გაიძახოდა, - უბედურები, უბედურებიო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია