კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:06 / 25-06-2015
გველის დაფიქსირების 252 ფაქტი ბოლო 25 დღეში: უკავშირდება თუ არა ქვეწარმავლის მატება სტიქიას
თბილისში სიცხის მატებასთან ერთად გველებთან დაკავშირებით გამოძახებებმა იმატა. ამ საკითხის თაობაზე AMBEBI.GE თბილისის მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ ფხალაძეს დაუკავშირდა.

- სულ რამდენი გამოძახება დაფიქსირდა მაისისა და ივნისის თვეში?
- მაისის თვეში 104 გამოძახება დაფიქსირდა, ივნისში კი 252. ჯერ თვე არ დამთავრებულა და ივნისის თვეში გამოძახება საგრძნობლად არის მომატებული.

- გამოძახების მომატება სტიქიას ხომ არ უკავშირდება?
- არა, ეს ჩვეულებრივი პროცესია. თბილისში საგრძნობლად დაცხა და გამოძახებაც სწორედ ამას უკავშირდება. სტიქიასთან არაფერი აქვს საერთო.

- რომელი გველია განსაკუთრებით საშიში და როგორ უნდა განვასხვავოთ ნაკლებად საშიში გველებისაგან?
- განსაკუთებით საშიშია შხამიანი გველი გიუზა. საბედნიეროდ, წელს არ დაფიქსირებულა. მისი ამოცნობა მარტივია: ის არის ყავისფერი, ტანი თავამდე უცებ ვიწროვდება, ვიწრო აქვს კისერიც, კუდი წვრილი და თავი სამკუთხედის ფორმის.

- რომელი სახეობის გველი დაფიქსირდა წელს?
- ამ დროისთვის შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებული -გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, კატისთვალა გველი, ცენგოსფერი მცურავი, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.

- ვის უნდა მივმართოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს შევნიშნავთ?
- თავი უნდა
შევიკავოთ დაჭერისგან და ყველანაირი აქტიური ქმედებისაგან. დაუყოვნებლად უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24 საათიან განმავლობაში მუშაობენ გამოძახებისთანავე მივლენ ადგილზე და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. ადამიანის დაკბენის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შემოსულა.

- თბილისის რომელი უბნიდან ფიქსირდება ყველაზე ხშირი გამოძახება?
- გამოძახება ყველა უბნიდან ფიქსირდება, გამოყოფა გამიჭირდება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრი ბალახი და მიტოვებული შენობებია. ასეთ ადგილებში გველი ადვილად პოულობს თავშესაფარს.

თიკო გურაშვილი
AMBEBI.GE
01:57 / 26-06-2015
h.i.
0
"მე"-ს
მართალი ხარ.
ოღონდ მანგუსტებს აქვთ ჯიშები, ჯიშებს,-სახეობები.
ანუ, მრავალნაირი მანგუსტი არსებობს ბუნებაში.
გველებს, კობრასაც კი, ებრძვის ეგვიპტური მანგუსტის ერთი სახეობა: "herpestes edwardsii".
საოცარია, რომ ამ მანგუსტს შხამისადმი იმუნიტეტი საერთოდ არ აქვს და მაინც უტევს გველებს. ამაში ეხმარება დიდი სისწრაფე და მოქნილობა. გველს გაუხტ-გამოუხტება, ღლის, არაქათს აცლის და მერე ესხმის თავს. კობრა საკბენად რომ წაეტანოს, მანგუსტის ხშირი ბეწვი გველს კბენაში ხელს შეუშლის.
კარიბის აუზში უცდიათ მოშენება უშედეგოდ.
ასევე ამერიკაშიც შეუყვანიათ.
საქართველო მოეწონება, თუ შემოვიყვანთ, მგონი :)))


00:29 / 26-06-2015
ana
0
სავსეა გველებიტ კუკიის სასაპლაო მიცვალებულის საპლავები არ ჯანან ისეა დაპარული ბალახიტ მოუვლელი საპლავები კველა უნდა გაასხვისონ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49