გველის დაფიქსირების 252 ფაქტი ბოლო 25 დღეში: უკავშირდება თუ არა ქვეწარმავლის მატება სტიქიას

გველის დაფიქსირების 252 ფაქტი ბოლო 25 დღეში: უკავშირდება თუ არა ქვეწარმავლის მატება სტიქიას

თბილისში სიცხის მატებასთან ერთად გველებთან დაკავშირებით გამოძახებებმა იმატა. ამ საკითხის თაობაზე AMBEBI.GE თბილისის მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, თეიმურაზ ფხალაძეს დაუკავშირდა.

- სულ რამდენი გამოძახება დაფიქსირდა მაისისა და ივნისის თვეში?

- მაისის თვეში 104 გამოძახება დაფიქსირდა, ივნისში კი 252. ჯერ თვე არ დამთავრებულა და ივნისის თვეში გამოძახება საგრძნობლად არის მომატებული.

- გამოძახების მომატება სტიქიას ხომ არ უკავშირდება?

- არა, ეს ჩვეულებრივი პროცესია. თბილისში საგრძნობლად დაცხა და გამოძახებაც სწორედ ამას უკავშირდება. სტიქიასთან არაფერი აქვს საერთო.

- რომელი გველია განსაკუთრებით საშიში და როგორ უნდა განვასხვავოთ ნაკლებად საშიში გველებისაგან?

- განსაკუთებით საშიშია შხამიანი გველი გიუზა. საბედნიეროდ, წელს არ დაფიქსირებულა. მისი ამოცნობა მარტივია: ის არის ყავისფერი, ტანი თავამდე უცებ ვიწროვდება, ვიწრო აქვს კისერიც, კუდი წვრილი და თავი სამკუთხედის ფორმის.

- რომელი სახეობის გველი დაფიქსირდა წელს?

- ამ დროისთვის შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებული -გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, კატისთვალა გველი, ცენგოსფერი მცურავი, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.

- ვის უნდა მივმართოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს შევნიშნავთ?

- თავი უნდა შევიკავოთ დაჭერისგან და ყველანაირი აქტიური ქმედებისაგან. დაუყოვნებლად უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24 საათიან განმავლობაში მუშაობენ გამოძახებისთანავე მივლენ ადგილზე და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. ადამიანის დაკბენის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შემოსულა.

- თბილისის რომელი უბნიდან ფიქსირდება ყველაზე ხშირი გამოძახება?

- გამოძახება ყველა უბნიდან ფიქსირდება, გამოყოფა გამიჭირდება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრი ბალახი და მიტოვებული შენობებია. ასეთ ადგილებში გველი ადვილად პოულობს თავშესაფარს.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია