"ეკლესიების 70% "კანონიერი ქურდების" აშენებულია, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით" - მამა ბესარიონ ტუღუში

"ეკლესიების 70% "კანონიერი ქურდების" აშენებულია, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით" - მამა ბესარიონ ტუღუში

მამა ბესარიონ ტუღუში "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, ზარების გადადნობასთან დაკავშირებით. "რა საშინელება ხდება: ქრისტე კაცთმოძულე გამოჰყავთ ამ ავაზაკებს".

"მოგესალმებით, ჩემო კეთილებო. არ მინდოდა არაფრის დაწერა კრიტიკულის, რადგანაც ამხელა ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება სამღვდელოებისა და საპატრიარქოს განცხადებები, სიშტერის აპოგეაა უკვე.

თქვე დალოცვილებო, რომ აცხადებთ, ეკლესიის ზარები გადაადნეს და იმ ფულით აშენდა ზოოპარკი და იმიტომ მოხდა ეგო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? ეკლესიების 70% "კანონიერი ქურდების" აშენებულია, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით, მივიდეთ მაშინ და დავანგრიოთ ეკლესიები, რადგან ცოდვიანი ფულითაა აშენებული.

საპატრიარქოს შენობა, სადაც ახლა ეგ ქვაბ-ავაზაკები არიან გამაგრებულები, უშიშროების შენობა იყო, სადაც უამრავი ადამიანია ნაცემი და ათასი საზიზღრობა ხდებოდა იქ. გამოვყაროთ მაშინ იქედან ეგ ეპისკოპოსები და მავანნი - ცოდვიანი სახლია.

რა საშინელება ხდება: ქრისტე კაცთმოძულე გამოჰყავთ ამ ავაზაკებს. ზიან პარლამენტის წინ სამღვდელოება და გაიძახიან, არ გვინდა ჩიპიანი პასპორტებიო. ჩიპიანი პასპორტები კი არა, ის გააპროტესტეთ, ეპისკოპოსები ნაშებში რომ დადიან, პიდარასტებით რო გაიტენა საპატრიარქო და სამების ტაძარი, 100.000 დოლარიანი ჯიპი თურმე ყოფილა ღვთის სათნო და ჩიპიანი პასპორტი სძაგს უფალს...

ვაი, თქვენს პატრონს, თქვენსას...ქრისტე სიყვარულია, თქვე ტვინგამორეცხილებო, გაიგეთ, რა... ქრისტე დამსჯელი ტერორისტი არ არის, ის სიმდაბლე, მოთმინება და მეგობრობაა. ხალხს ნუ აზომბირებთ და ნუ უშვებთ მთელ სამყაროს ჯოჯოხეთში. გასკდით უკვე, იმდენი ფული იშოვეთ და ხალხი მშიერია და აი დი ბარათი არის თურმე ჯოჯოხეთი...

მახათას მთაზე რომ მილიონებს ხარჯავთ ტაძრის აშენებაში, ის მილიონები, ჯობდა უპატრონო ბავშვებისთვის მიგეცათ და თავშესაფარი აგეშენებინათ და ერთი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა ღვთისთვის სათნო. ამდენი მშიერი გყავთ ქვეყანაში და ამ საცოდავ ხალხს პენსიის ფულს ადებინებთ, რომ მღვდლები გაძღნენ.

ხალხო, არ მოუსმინოთ ამ ავაზაკებს, ეგენი თქვენ გაზომბირებენ და იტყუებიან: ქრისტე სიყვარულია, ქრისტე სიხარულია. იყავით სიყვარულით ერთმანეთის მიმართ, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ეგაა ქრისტეს ფორმულა. ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. სიყვარულია ყველაფერი, მორჩა, დაანაბეთ თავი ამ გაბურძგნულ ავაზაკებს, რომელსაც მაცხოვარი უსამა ბინ ლადენად გამოჰყავთ, თვითონ კი დაგულაობენ ზევით-ქვევით, არ იკლებენ არაფერს.

არქიფოებო, თქვენი დრო მალე დამთავრდება... გენაცვალეთ გულში, ქართველებო!", - ნათქვამია ბესარიონ ტუღუშის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია