ბათუმის ცენტრში გარემოვაჭრეების რკინის ჯიხურები აიღეს

ბათუმის ცენტრში გარემოვაჭრეების რკინის ჯიხურები აიღეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სუვენირების 10-მდე ჯიხური წუხელ აიღეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტების ადგილზე მისვლისთანავე მათ ტერიტორია დატოვეს.

"ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ ჯიხურების მეპატრონეები აცხადებდნენ, რომ მერიის სამსახურებს ჯიხურების აღების საშუალებას აღარ მისცემდნენ, თუმცა პროცესმა გართულბებების გარეშე ჩაიარა.

ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს.

ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, "ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

ამ წუთებში ბათუმის ცენტრში, "ჭაჭის თაუერთან" ჯიხურებს იღებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია