ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

ეთერ კაკულიას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. Ambebi.ge-მ მომღერლის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს გადაავლო თვალი.

ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. ესტრადის მომღერალმა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება  1983 წელს მიიღო. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით.

ასევე დაგაინტერესებთ| ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას ემშვიდობებიან: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით.

1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.

ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ეთერ კაკულიას ქიმიოთერაპიის კურსი სულ ცოტა ხნის წინ შეუჩერეს. ქართველი მომღერალი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ| ეთერ კაკულიას უკანასკნელი მიმართვა ხალხს

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია

"ახალი ვირუსი გამოჩნდა და მრავალი ადამიანი შეშინებულია..." - რას ამბობს პატრიარქი კორონავირუსზე და რა კურთხევას აძლევს მრევლს

როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია