"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. "AMBEBI.GE" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ეთერის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. გთავაზობთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს.

"102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..."

მხიარული, იუმორის გრძნობით სავსე, ზოგჯერ დაბნეულიც, მოუხერხებელიც, გულღია და გულალალი ადამიანია, ამ დახასიათებას იმასაც თუ მივამატებთ, რომ ის ნიჭიერი მომღერალია, არა მგონია, ვინმეს დაფიქრება დასჭირდეს და უცებ არ მოგიგოს - ეს ეთერ კაკულიაა.

უცნობები ურეკავენ და ესიყვარულებიან, ქუჩაში შემხვედრნი ღიმილსა და კეთილ­ სიტყვას არ აკლებენ. "არც კი მეგონა, ხალხს ასე თუ ვუყვარდი, - ამბობს­ ქალბატ­ონი ეთერი, - რაც ავად გავხდი, მას მერე ხომ სულ მირეკავენ, როგორ ხართო, მკითხულობენ".

ჩემი მხიარული და კეთილი მასპინძელი ცდილობს, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ვუთხარი, თქვენს ცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ-მეთქი. აქაც ისეთივე დარჩა, როგორიც ზოგადად არის, არც ერთი საყვედური არ დასცდენია, არც ერთი გულისტკივილი. ვითომდა მთელმა ცხოვრებამ სიცილსა და ხუმრობაში გაიარა.

ჩემი დილა

ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე დავიბადე­. მამა პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფ­ესორი იყო. თავისი პროექტით ფალიაშვი­ლზე­ კერძო სახლი ააშენა და შემდეგ იქ გად­ავედით ოჯახით. მამა სტუდენტებს ძალიან უყვარდათ. სტუდ­ენტი თუ არ სწავლობდა, მიჰყავდა და თბილისის სკვერებში ხეებს არგვევინებდა. ახლაც ასე უნდა იყოს და გამწვანებული იქნებოდა მთელი­ თბილისი... მამას ჰქონდა დიდი იუმორის ნიჭი. მე და ჩემი ძმა მას ვგავ­ართ. ჩვენს სახლზე­ მამას მემორიალური დაფაა გაკრული. ფოთში ქუჩას დაარქვეს მისი სახელი.

დედა ძალიან ხელმარჯვე იყო, 100-კაც­იან სუფრას მარტო გაშლიდა. მე ხელჩ­ლ­უნგი ვარ - ეს სიტყვა ლექსიკონში მე შევიტანე!.. რა მახსოვს, იცით? ოთხი წლის ვიყავი, დედაჩემის "ჩორნაბურკას" რომ მოვიდებდი, მაშინ ფილმი "როზმარი" იყო მოდაში­ და იქ მოსმენილ სიმღერას ვმღეროდი. ჩემი შვილიშვილი ორი წლისაა და როგორ მღერის, იცით?

ვამბობდი, 102 წელი უნდა ვიცოცხლო-მეთქი. ფალიაშვილის 102 ნომერში იყო ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს ის ადგილი.

55-ე სკოლაში ვსწავლობდი. პიონერთა სასახლეში რაც კი წრე იყო, დედა ყველგან მატარებდა. ერთხელ ცუდად გავხდი. ექიმმა უთხრა დედას, დაანებე ამ ბავშვს­ თავი, არც ერთ წრეში აღარ ატაროო... ასე გადავრჩი...

ზარმაცი ვარ. ამიტომაც არ ჩავაბარე კონსერვატორიაში. პოლიტექნიკურ ინსტიტ­უტში გერმანულს სამი წელი ვასწავლიდი­, თან იქაურ ორკესტრში ვმღეროდი. ჩემს ლექციაზე კარი არ იკეტებოდა. დეკანატში­ საგო­ნებელში ჩაცვივდნენ, რა ხდება კაკულიას ლექციაზეო. გადაწყვიტეს­ დასწრება. რვა პროფესორი შემოვიდა. დიდი აუდიტორიაა - სამასი სტუდენტი­ ზის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია