ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინებას ეხმიანება - "ეს არის დიდი შეცდომა"

ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინებას ეხმიანება - "ეს არის დიდი შეცდომა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს.

როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.

"მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია