ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი პირველ ქართველ სიამის ტყუპზე, რომელთაც დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი პირველ ქართველ სიამის ტყუპზე, რომელთაც დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ

"კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით - "პირველი ქართველი სიამის ტყუპი სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს", უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში ბავშვების დედა, მარიამ ლეჟავა საუბრობს, რომ ოპერაციისთვის, რომელიც კიოლნის კლინიკაში უნდა ჩატარდეს, 85 000 ევროა საჭირო. ოჯახი დახმარებას ითხოვს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვაშაყმაძეების ოჯახს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს:

თიბისი ბანკი: მიმღები მარიამ ლეჟავა

GE42TB7003242365100009

"კვირის პალიტრის" კითხვაზე, მიმართა თუ არა ოჯახმა დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, მარიამ ლეჟავა პასუხობს, რომ სამინისტრომ მათ განცხადებას თავდაპირველად უარით უპასუხა, მოგვიანებით კი აუხსნეს, რომ სამინისტროს, კანონის შესაბამისად, მხოლოდ 10 000 ევროს გამოყოფა შეუძლია.

"ერთ ადამიანზე, უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში, გამოიყოფა მხოლოდ ამ ოდენობის თანხა. რახან ორი ბავშვია, შესაძლოა, 20 000 ევროც მოგცეთ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დანარჩენ თანხას მოიძიებთო. უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დავურეკეთ სხვადასხვა ფონდს, თუმცა უარი გვითხრეს... როდესაც გადაჭრით გეუბნებიან უარს, წინადადების განხილვაზეც რომ არ ლაპარაკობენ, ე.ი. უარი საბოლოოა და აღარ აქვს აზრი ხვეწნა-მუდარას. ქუთაისის მერიამ ჩაგვირიცხა 1.500 ლარი, მადლობელი ვართ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია 85 000 ევროსთან!", - ამბობს მარიამ ლეჟავა

"კვირის პალიტრა" ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელმაც სიამის ტყუპთან დაკავშირებით გვითხრა, რომ სამინისტრო ლიმიტის ზემოთ თანხებს ვერ გასცემს, მაგრამ პატარების დასახმარებლად გამოსავალს ეძებენ.

დავით სერგეენკო: - ეს პათოლოგია ყოველთვის არ იძლევა ოპერაციით დროულად და ეფექტიანად ჩარევის შესაძლებლობას (თუნდაც საჭირო თანხის ქონის შემთხვევაში). ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ტყუპი მუდმივად "ერთად ცხოვრობს" ან მხოლოდ მოზრდილ ასაკში აცალკევებენ მათ, როდესაც სამედიცინო ჩარევა მინიმალურ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, ჩამოთვლილთაგან რომელს მიეკუთვნება გოგონების შემთხვევა.

ამიტომაც ამ ბავშვების შესახებ დეტალური მონაცემები გამოვითხოვეთ, სამინისტროში ვიწვევთ ბავშვთა ქირურგიის ასოციაციის წევრ სპეციალისტებს და ვატარებთ კონსილიუმს, რომლის ამოცანაც იქნება კომუნიკაცია საზღვარგარეთის (თურქეთი, გერმანია, ავსტრია, სხვა..) კლინიკებთან, რომელთაც გადავუგზავნით ბავშვების მონაცემებს და ვთხოვთ“დისტანციაზე კონსულტაციას. ამის შედეგად გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყვანა და ოპერაციის საქართველოში ჩატარება (ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა შესაბამისი საინფორმაციო-საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ ქირურგი უსასყიდლოდ ჩასულა იმ ქვეყანაში და ოპერაცია გაუკეთებია).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია