როგორ შევიძინოთ სუპერთასის ბილეთი biletebi.ge-ზე - "მწვანე შუქი" აინთო!

როგორ შევიძინოთ სუპერთასის ბილეთი biletebi.ge-ზე - "მწვანე შუქი" აინთო!

biletebi.ge ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემების აღმოფხვრაში ჩართულნი იყვნენ უეფა-ს სპეციალისტებიც და უეფა-სგან biletebi.ge-ს ბილეთების გაყიდვაზე "მწავნე შუქი" აქვს. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის წესს, როგორც ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთები გაიყიდება რიგითობით.

"საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო კომპანიას უეფა-სგან არანაირი სანქცია არ დაწესებია. მისივე თქმით, უეფა-ს ამ დროისთვის ასანაზღაურებელი აქვს სამუშაოებისთვის განკუთვნილი 45 000 ევრო.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, "თბილისის დროით 09:00 საათზე, biletebi.ge დაიწყებს საქართველოს გულშემატკივრებისთვის 24 ათასი ბილეთის გაყიდვას და 1 ივლისს, biletebi.ge დაიწყებს გაყიდვას ევროპაზე".

"ჩვენ გვაქვს გამზადებული ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. არ იქნება ლატარეა, იქნება რიგი, ყველა ხარვეზი, biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ, 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 9 საათიდან", -განაცხადა სიჭინავამ.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია