უნივერსალური სამაგიდო ათეული

უნივერსალური სამაგიდო ათეული

ბოლო დროს სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა ბლოგზე ხშირად ვაწყდები კითხვას - რა არის წიგნი და გვჭირდება თუ არა ის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების პირობებში? ამ კითხვაზე პასუხს ოდნავ გავრცობით გაგცემთ: საუკუნეებია ადამიანმა წიგნს კონკრეტული განსაზღვრება ვერ მოუძებნა, რადგან მას მრავალმხრივი ახსნა და სარგებელი გააჩნია - წიგნი აზრთა კრებული, ფაქტების გადმოცემის საშუალებაა, რომელიც აღრმავებს ცოდნას, ადამიანს უყალიბებს აზროვნებას, აფართოებს მის შესაძლებლობებს. წიგნი არის ის, რისგანაც მიღებული ინფორმაცია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სირთულეების გადალახვაში გვეხმარება. მას ვერ შეედრება ვერც ფილმი, ვერც სპექტაკლი და ვერც განვითარების პიკზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები.

ცოტა ხნის წინ სადღაც ამოვიკითხე - წიგნი ერთადერთი სულიერია, რომელსაც ადამიანები უსულო საგნებს მივაკუთვნებთო. გენიალურად ნათქვამია... დიახ, ნამდვილად, წიგნი ცოცხალი ორგანიზმია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ახსნით ფაქტს, თუ რატომ ვაკეთებთ ახალ აღმოჩენებს ერთი და იმავე წიგნის ხელახლა წაკითხვისას. აქსიომაა - არ არსებობს ერთი წიგნი მეორედ წაკითხვისას ისე აღიქვა, როგორც პირველ ჯერზე. დაბოლოს, დასაწყისში დასმული კითხვის ჩემეული პასუხი: წიგნი ადამიანისთვის რეალობის უძლიერესი სტიმულატორია, რომელსაც სხვა ნივთი ვერასოდეს ჩაანაცვლებს!

ამჯერად მინდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" შეგახსენოთ. რამდენიმე თვის წინ გამომცემლობამ ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი ათი წიგნი გააერთიანა და ერთ დიდ სერიად შეკრა, რომელსაც "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ პერიოდულად გამოსცემს. "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" სხვადასხვა დროის ბესტსელერებს მოიცავს, რომლებიც საგანგებოდ უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული იბეჭდება. სერიის ფარგლებში ორი წიგნი უკვე გამოვიდა, რომლებზეც დიდი მოთხოვნა იყო.

წიგნების რეალიზატორები აღნიშნავენ, რომ ”სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის” ფარგლებში გამოსული წიგნების შესახებ უკვე წიგნის ბევრმა მოყვარულმა შეიტყო და ყველა ცდილობს თავისი მაგიდა ამ პრაქტიკული წიგნებით შეავსოს. ამიტომ, ის მკითხველები, რომლებმაც სუბიექტური მიზეზების გამო წიგნების შეძენა ვერ მოასწრეს, "სიბრძნის ენციკლოპედიისა"”და "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" კიდევ ერთხელ გამოცემას მოითხოვენ. წიგნების ერთ-ერთი რეალიზატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მის მიერ სარეალიზაციოდ გატანილი წიგნების დიდი რაოდენობისა, მუდმივად უწევს წიგნების დამატება და საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას ყიდის: "მე ყოველთვის დიდი რაოდენობა გამომაქვს სარეალიზაციოდ და სულ იყიდება. ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრს ისევ პირველი ორი წიგნის შეძენა სურს და მეკითხებიან, გამოვა თუ არა კიდევ ერთხელ", - აღნიშნავს ნუგზარ მიშელაშვილი.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გაით­ვალისწინა მკითხველის სურვილი და ამჯერად "დიდი სამაგიდო უნივერსალური ათეულის" უკვე გამოსულ ორივე წიგნს და მესამე წიგნს - "ყველაფერი ყველაფერზე", სპეციალურ ფასად სთავაზობს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად”29 ივნისიდან გაიყიდება. წიგნის სპეციალური ფასი 18,5 ლარია, შესაბამისად, გაზეთთან ერთად მკითხველი წიგნს 20 ლარად შეიძენს.

მკითხველებს, რომლებმაც ვერ მო­ას­წრეს "სიბრძნის ენციკლოპედიისა" და "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" შეძენა, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ეძლევათ, ახლა უკვე საკუთარ მაგიდას არა ერთი, არამედ სამი უნიკალური წიგნი შემატონ.

ამჯერად მესამე ტომი გამოიცემა - "ყველაფერი ყველაფერზე". წიგნი საკუთარ

თავზე მისი სახელწოდებიდანაც კარგად მეტყველებს. ისტორია, ისტორიული მოღვაწეები, მითოლოგია, რელიგია, მსოფლიოს მოსახლეობა, მეცნიერება, ტექნიკა, ეკონომიკა, მედიცინა ფსევდონიმები, მუსიკა, კინოხელოვნება... თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სფეროსა და საკითხზე ამ უნიკალურ გამოცემაში ამოიკითხავთ. ეს არის სამაგიდო წიგნი, რომელიც მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა გქონდეთ, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ, სხვა­დასხვა მიზნისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ. მაგალითად, თუ პატარა ბავშვი გყავთ და კონკრეტულ ვირუსსა თუ დაავადების დასახელებაზე ინფორმაციის მიღება გსურთ, ან მოზარდი გყავთ და რაიმე თემის მომზადებისთვის კლასგარეშე ინფორმაციის მოძიება სჭირდება, ან თუნდაც ისტორიიდან თქვენთვის საინტერესო პერიოდსა თუ მოღვაწეებზე დეტალებს ეძებთ, იქნებ სულაც კინოხელოვნებამ გაგიტაცათ და გსურთ მეტი გაიგოთ ამ სფეროზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წიგნი შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ. რაც მთავარია, ინტერნეტისგან განსხვავებით, აქ ყველა ინფორმაცია პირველწყაროებიდანაა მოყვანილი და სპეციალისტების მიერ გადამოწმებულია.

ნინო დეკანოსიძე, "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: თავის დროზე, "ყველაფერი ყველაფერზე" ერთგვარი ინსპირაცია გახდა, რომ სამაგიდო წიგნების ათეულის გამოცემაზე გვეფიქრა. საერთოდ, "ყველაფერი ყველაფერზე" "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელიც დაბეჭდვისთანავე ბესტსელერად იქცა. წიგნი იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ ადამიანები ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ. ამის გამო, წიგნი განმეორებით არაერთხელ დავბეჭდეთ. "ყველაფერი ყველაფერზე" ასეთი პოპულარობით მისი უნიკალურობის გამო სარგებლობს, ის მინიენციკლოპედიის მოდელია, რომელშიც თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამოიკითხავთ, მათ შორის, სხვადასხვა დარგზე, ადამიანებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, შენობებზეც კი. ამჯერად მკითხველს წიგნს განახლებული დიზაინით შევთავაზებთ. რაც მთავარია, წიგნში არსებული ინფორმაცია პირველწყაროებიდანაა მოპოვებული და მის შექმნაზე პროფესიონალებმა იმუშავეს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია