"ეს მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს" - გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

"ეს მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს" - გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

30 ივნისს, 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განმარტავენ, რომ 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე.

"ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება", - აცხადებენ სამინისტროში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია