შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს მოუწოდებს, 30 ივნისს 00:00-07:00 საათამდე, მტკვარში თევზჭერისგან თავი შეიკავონ.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, 30 ივნისს, 00:00 საათზე, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვება იგეგმება.

"ორთაჭალჰესის ხელმძღვანელის, ვალერი ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევას გამოიწვევს ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 საათმდე გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ "112"-ს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია