"ფეხმძიმედ ვარ, გამატარეთ" - რა ხდება Facebook-ზე მას შემდეგ, რაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო

"ფეხმძიმედ ვარ, გამატარეთ" - რა ხდება Facebook-ზე მას შემდეგ, რაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბოლო განახლება| biletebi.ge-ის კომენტარი საიტზე არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით

biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული. როგორც ჩხიკვიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბილეთების გაყიდვა ფაქტობრივად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"ბილეთების გაყიდვა გრძელდება. ამ დროისთვის 300-მდე ბილეთია გაყიდული. პროცესი ნელა მიმდინარეობს. საიტზე ბევრი მომხმარებელს ერთიანად არ ვუშვებთ, რათა ძლიერმა დატვირთვამ პრობლემები არ გამოიწვიოს. გარკვეული პრობლემების შესახებ მოგვწერეს, მათ შორის რიგის ბოლოში გადასროლის შესახებ და ჩვენ ამ შემთხვევებს ვსწავლობთ", - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დამთავრება კონკრეტულად ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთის გაყიდვა.

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დილიდან განახლდა. დღეს გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 24 000 ბილეთი, ხოლო ხვალ - უცხოელებისთვის განკუთვნილი 6 000 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა რიგითობის მიხედვით ხდება.

ბილეთის ყიდვის მსურველს საიტზე შესვლისას მიენიჭება რიგი და დრო, თუ რა დროში შეძლებს ბილეთის ყიდვას. იმისთვის, რომ საიტი ძალიან არ დაიტვირთოს, წუთში საიტზე 50 ადამიანი შევა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ამასთან, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები წერენ, რომ საიტზე დილის 09.00 საათიდან შესვლის მიუხედავად, რიგში ძალიან უკან არიან და ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებენ.

Ambebi.ge გთავაზობთ "ფეისბუქზე" ბილეთების შეძენის მსურველთა რეაქციებს.

ტოპ კომენტარები:

  • "პირველი ვიყავი, მერე მხედრიონი მოვიდა და უკან გადმომწიეს, ჯაბასთვის გვინდაო და ჰაერში ისროდნენ :|"
  • "ჯერ ვერავინ ვნახეთ რომ ბილეთი ეყიდოს, ვისაც კი რიგი მოუწია გამოაგდო საიტმა და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ"
  • "ფეხმძიმედ ვარ, გამატარეთ"
  • "სუპერთასის კიარა სოფლის მატარებლის ბილეთის გაყიდვის ღირსებიც არ ხართ"
  • "რიგში 11 ვიყავი თავიდან.ჩემი რიგი რო მოვიდა მივიღე საჩუქარი.ეკრანი გათეთრდა შემდეგი ტექსტით 500 we are sorry please try refresh the page or contact us if the problem persist.განახლების შემდეგ კი რიგში აღმოვჩდი 34 988"
  • "პირველი რიგით 170 ვიყავი მაგრამ რათ გინდა ბილეთის ყიდვა ვერ შევძელი.გამომაგდო საიტმა.ეხლა 8000 კაც უნდა უცადო და ან შევალ და ან ვერა.ორმა ჩემმა მეგობარმაც ასევე რიგი მოუწიათ და ვერ შეძლეს ბილეთის ყიდვა.ნუ თამასობთ ხალხის ნერვებზე თქვე არაპროფესიონალებო და უვიცებო"
  • "ჩემი რიგი რომ მოვიდა და შევედი საიტზე ავტორიზაციის დროს მთავარ გვერდზე მაგდებდა ისევ.. რამდნეჯერმე ეგრე მიქნა, 4-5 ჯერ მაინც !!!! მერე დრო გავიდაო და გამომაგდო !! და იქნებ ამიხსნათ მიზეზი
  • ვიდეოც მაქვს გადაღებული, მთლად მშვიდად ნუ იქნებით )))"
მომხმარებლების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული კომენტარები და კომენტარები Biletebi.ge-ს "ფეისბუქ-გვერდიდან".

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" შეხვდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია