"ილოცე, გაირუჯე, დაისვენე" - სასტუმრო, ეკლესია და აუზი ერთ სივრცეში

"ილოცე, გაირუჯე, დაისვენე" - სასტუმრო, ეკლესია და აუზი ერთ სივრცეში

ურეკში მდებარე სასტუმრო "ელეგანტი" სტუმრებს, დასვენებასა და ლოცვას ერთ სივრცეში სთავაზობს. სასტუმრომ, რომლის ეზოშიც საცურაო აუზი და ეკლესია გვერდიგვერდ არის განთავსებული, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ოთხსართულიანი სასტუმროს გვერდით გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს, სადაც მამა მირიანი (მერაბ ფირცხალაიშვილი) 2008 წლის 26 ივლისიდან ღვთისმსახურებას აღავლენს. Kvira.ge მამა მირიან (მერაბ ფირცხალაიშვილს) დაუკავშირდა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

"ეკლესია ამ სასტუმროს მეპატრონემ ააშენა. სასტუმრო ოზურგეთელებს – გაბრიელ ჩხარტიშვილსა და ჯუმბერ ქარცივაძეს ეკუთვნით. ეკლესიაც ჯუმბერ ქარცივაძემ ააშენა. ტაძარში წირვა-ლოცვის დროს ჩაცმულები დადიან. ნახევრად შიშველი სხეულით ადამიანები ტაძარში არ შემოდიან. თუმცა აქ ეს არ წარმოადგენს უხერხულობას.

ეს ურეკია, ზღვაა და საცურაო კოსტიუმით შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს დამსვენებელი. ისე, თბილისშიც დადიან ნახევრად შიშვლები. ტაძარში საცურაო კოსტიუმით არავინ შემოდის. მე პირადად ეს მომენტი უხერხულობას არ მიქმნის. როგორც სასულიერო პირი კი, ვიტყვი, რომ არათუ ურეკში, თბილისშიც ჩაცმული უნდა დადიოდეს ადამიანი ეკლესიაში. ეკლესიას გალავანი აკრავს, ცალკე შესასვლელი კარი აქვს, სასტუმროს კი – სხვა კარი და შესასვლელი. ჩემთვის რატომ უნდა იყოს უხერხული?! უხერხულობა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს", – აცხადებს მამა მირიანი "კვირასთან" საუბრისას.

გაუზიარე ეს ამბავი შენს უცხოენოვან მეგობრებს: “Rest, pray, sunbathe” – A hotel, a church and a pool, all in one space

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია