ყოველ სამ ადამიანზე ერთი მანქანა! - საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს გაუტოლდა

ყოველ სამ ადამიანზე ერთი მანქანა! - საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს გაუტოლდა

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 054 000 მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი - 9,1%-ით. რაც შეეხება 2014 წელს, როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, ავტომანქანების რაოდენობამ 1 054 000 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი.

მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშივლის ინფორმაციით, 400 000 აჭარბებს იმ მანქანების რაოდენობა, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება. ეს არის ის კატეგორია რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. ყველაზე მეტი ავტომობილია 10-დან 20 წლამდე. რაც შეეხება სრულიად ახალ ავტომობილებს (0-დან 3 წლამდე), მესხიშვილის თქმით, მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ ალტერნატიულ საშუალებებს უნდა მიმართოს, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც ქვეყანაში კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია