რას ელოდებიან ცნობილი სახეები GEM fest-ისგან, ანუ ანაკლია მსოფლიო ვარსკვლავების მოლოდინში

რას ელოდებიან ცნობილი სახეები GEM fest-ისგან, ანუ ანაკლია მსოფლიო ვარსკვლავების მოლოდინში

29 ივნისს „რუტფუტ ლაუნჯში“ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შედგა სამი პრომო ვიდეოს პრეზენტაცია, რომელიც GEM fest-ის გუნდმა სპეციალურად ახლად დაფუძნებული 9-დღიანი მუსიკალური ღონისძიებისთვის გადაიღო. განსაკუთრებული ხალისით აუდიტორია ერთ-ერთ კლიპს შეხვდა, სადაც ხალხური სიმღერის შემსრულებლები მსოფლიოში ცნობილ დიჯეის, არმინ ვან ბიურენს უმღერიან, მეორე ვიდეოში კომპიუტერთან მშვიდად მჯდარ ყმაწვილს კი მოულოდნელად ყბა ჩამოუვარდება და სკამიდან გადავარდება, მან შემთხვევით GEM fest-ის საიტზე შეისეირნა და აღმოაჩინა, რომ ანაკლიის ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი, „ტრანსის მეფედ“ აღიარებული ჰოლანდიელი დიჯეი არმინ ვან ბიურენია. მასთან ერთად კი ელენ ელიენი, პეტრე ინსპირესკუ და დიჯეი ლუჩიანო. ყველა აღიარებს, რომ მსგავსი ლაინ-აფი მთელ კავკასიის რეგიონში არც ერთ მუსიკალურ ღონისძიებას არ ჰქონია. ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იმითაც გამოირჩევა, რომ მთლად ელექტრონულიც არ არის. სხვა ჟანრისთვისაც გამოიძებნა ადგილი და იქ იხილავთ ნინო ქათამაძეს, „ლაუდსპიკერსს“ და კიდევ ოთხ ქართულ ბენდს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველ დიჯეებზე, რომლებიც სხვადასხვა სცენას დაიკავებენ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად.

ასე რომ, უმაღლესი სინჯის გართობა გარანტირებულია. ზღვისპირეთი, სპეციალურად შემოსაზღვრული 18 ჰა მიწა, კარვების ქალაქი, უამრავი ქართველი თუ უცხოელი ახალგაზრდა და სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუსიკით იქნება გაჟღენთილი.

ეს ყოველივე ძალიან მოსწონს კალათბურთელ ირაკლი კეიდიას, რომელიც კლუბების მუდმივი სტუმარია და ელექტრონული მუსიკის აქტიური მსმენელი.

ირაკლი:

- დიდი მოლოდინი გვაქვს და ორგანიზატორები ძალიან საინტერესო ლაინ-აფს გვთავაზობენ. მსმენელს ვურჩევ ანაკლიაში ჩასვლას, რადგან ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. შიდა სამზარეულოში ჩახედული ვარ და მაღალი ხარისხის ფესტივალი გამოდის. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, შევუწყოთ ხელი, რადგან უდიდესი რამე ხდება. საქართველოდან გარეთ გავა, უამრავ ტურისტს მივიღებთ. ანაკლიაში ვარ გაზრდილი და პლაჟზე ძროხების მეტი არაფერი მინახავს, ასეთ ადგილას ხდება, ამიტომაც სასწაულია და მივესალმები.

რაც შეეხება არტისტებს, ყველა მათგანს ველოდები. ჩემი სამეგობროდან ყველა აპირებს წამოსვლას, ვინც კარგი მუსიკის მოყვარულია.

მარიამ სანოგო:

- რამდენიმე ტიპის მუსიკა იქნება და ყველას ველოდები. მომწონს ელექტრონული მუსიკა. ყველა დღეს ველოდები. ამ ფესტივალზე თავადაც ვმუშაობ და 9 დღის განმავლობაში ანაკლიაში ვიქნები. ჩემი სამეგობროდან ვინც უსმენს ასეთ მუსიკას, ყველა აპირებს გამგზავრებას, რადგან ასეთი ივენთის გამოტოვება, უბრალოდ, არ შეიძლება (იღიმის).

GEM-fest-ს ოფიციალური მხარდამჭერია ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია