უბნები თბილისში, სადაც წყალმომარაგება შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც წყალმომარაგება შეწყდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, 1-ელი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება:

20:00-დან 10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას.

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას.

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე: ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია