ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას biletebi.ge-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს

ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას biletebi.ge-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვას biletebi.ge-ს ნაცვლად თავად ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, biletebi.ge ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ და ბილეთებს დროულად და ეფექტურად ვერ ყიდის.

ფედერაციაში განმარტავენ, რომ უეფასთან უკვე შედგა კომუნიკაცია და ფედერაციამ მიმართა წინადადებით, რომ ბილეთების გაყიდვა ამ ორგანომ გააგრძელოს.

"ფაქტია, რომ biletebi.ge-ს უკვე მეორე შანსი მიეცა და მიუხედავად ამისა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ საიტს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის უფლება შეუჩერდება და ამ უფლებას ფედერაცია გადაიბარებს. ეს პირველ რიგში აუცილებელია იმისთვის, რომ გულშემატკივართა ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული", - აცხადებენ ფედერაციაში.

სფფ-ში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ თუ რა ფორმით მოახდენს უფლების მინიჭების შემთხვევაში ფედერაცია ბილეთების გაყიდვას - იქნება ეს ონლაინ რეჟიმში, თუ სხვა საშუალებით. პრესსამსახური ვარაუდობს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ამასთან, ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც ბილეთი უკვე შეიძინა, ბილეთი შეუნარჩუნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია