ფეხბურთის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

ფეხბურთის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფა-სთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. როგორც სიჭინავამ განმარტა, "ბილეთები.გე" ბილეთებს აღარ გაყიდის.

"უეფა-სთან გვექნება ხვალ კონსულტაცია, სადაც დავგეგმავთ თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და ა.შ. ბილეთების დაბეჭდვა ხვალვე დაიწყება", - აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, სალაროებში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები. სიჭინავას განმარტებით, მათ, ვინც ბილეთები იყიდა, შეუნარჩუნდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია