ჩანგრეული ასფალტი და დატბორილი ქუჩა - რა ვითარებაა მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე

ჩანგრეული ასფალტი და დატბორილი ქუჩა - რა ვითარებაა მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე

თბილისში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილი გასკდა, რამაც მთელი ქუჩა დატბორა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომლები. მათ წყლის გადაკეტვა მოახერხეს. წყალმა დააზიანა ახლომდებარე ერთ-ერთი მაღაზიაც.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადაიკეტა წყალმომარაგება იმ მიზნით, რომ დაზიანებული ქსელი წყლისგან დაიცალოს, რის შემდეგაც, კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.

იხილეთ ვიდეო

მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გლდანში ახალრეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა - LIVE ადგილიდან