მარიკას, რომელიც 22 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა

მარიკას, რომელიც 22 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა

"უკვე 12 წელია, ჩემს შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს... ხან 27 კილო იყო, ხან 23 და ხანაც 22... მარიკას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გავუკეთეთ და ამან გამოიწვია ყველაფერი: ერთი გლანდი გაძვალებული იყო და ექიმმა ჩამოაგლიჯა, იქ სისხლის კოლტები გაჩნდა და შემდეგ ჩამოფხიკა. ამ დროს სანერწყვე ჯირკვლის ნერვი დაზიანდა... ათი დღე ოპერაციის შემდეგ ისე გავიდა, რომ მარიკას არაფერი გაუსინჯავს, წყალიც კი არ დაულევია. ყელი იმდენად გაურთულდა და გაუღიზიანდა, ვერაფერს ყლაპავდა. ათი დღის შემდეგ პატარა ულუფა კი მიიღო, მაგრამ თვითნებურად უკან წამოუვიდა. ასე დაიწყო და იმ დღიდან, რასაც შეჭამდა სულ პირღებინება ჰქონდა…" - ასე აღწერდა შვილის ავდმყოფობის - ანორექსიის განვითარებასა და ურთულეს მდგომარეობას ამ რამდენიმე თვის წინ მარიკა მეკოკიშვილის დედა (იხილეთ ინტერვიუ), გოგონასი, რომელიც 29 წლის ასაკში 22 კილოგრამს იწონიდა.

მარიკა უკვე 30 წლისაა, როგორც დედა ამბობს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, მუხედავად იმისა, რომ პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის მკურნალობას სრულიად დააფინანსებდა ბიზნესმენი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. წესით, მარიკას ჯამრთელობის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, რის შესახებაც მარიკას დედა, ლალი მეკოკიშვილი გვესაუბრა...

- მარიკამ საგრძნობლად დაიკლო წონაში. მიუხედავად იმისა რომ საშინლად ცხელა, მას სულ სცივა და აკანკალებს. გადაადგილება კიდევ უფრო უჭირს. ძირითადად დაწოლილია, ფეხზე მხოლოდ მაშინ დგება, როცა აღებინებს. ისევ ისე გაძლიერებული, მგლის მადა აქვს, მაგრამ რასაც ჭამს, სულ აღებინებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია