მომხმარებელს სუპერთასის ბილეთის ნაცვლად თბილისი-ხაშურის მატარებლის ბილეთი მიყიდეს? - Biltetebi.ge-ს კომენტარი

მომხმარებელს სუპერთასის ბილეთის ნაცვლად თბილისი-ხაშურის მატარებლის ბილეთი მიყიდეს? - Biltetebi.ge-ს კომენტარი

"ადამიანი 5 საათი იდგა რიგში. ჩემს თვალწინ ძლივს შევიდა, სიმწრისგან გააკეთა ყველაფერი წამებში. საიტმა გამოაგდო და 5 წუთში მეილზე თბილისი-ხაშურის მატარებლის ნაყიდი ბილეთი მიუვიდა ამოსაბეჭდად", - ამ შინაარსის სტატუსს "ფეისბუქზე" მომხმარებელი დიმა ნებიერიძე აქვეყნებს.

Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მართლაც დაფიქსირდა თუ არა მსგავსი ხარვეზი, Biletebi.ge-ს ტექნიკურ დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა გიორგი ჩხიკვიშვილმა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული სტატუსის შინაარსი სისულელეა, რადგან 3-4 დღეა, Biletebi.ge-ზე მატარებლის ბილეთების გაყიდვა არ ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც Biltebebi.ge-მ ვერ შეძლო საიტზე ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, ფეხბურთის ბილეთები სალაროებში გაიყიდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფა-სთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. როგორც სიჭინავამ განმარტა, "ბილეთები.გე" ბილეთებს აღარ გაყიდის.

"უეფა-სთან გვექნება ხვალ კონსულტაცია, სადაც დავგეგმავთ თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და ა.შ. ბილეთების დაბეჭდვა ხვალვე დაიწყება", - აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, სალაროებში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები. სიჭინავას განმარტებით, მათ, ვინც ბილეთები იყიდა, შეუნარჩუნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია