"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის

"სოლიდარობის ფონდსა" და GEM fest-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა - თითო ბილეთიდან ლარი საქველმოქმედო მიზნებისთვის

30 ივნისს "ლისი ლაუნჯმა" ანაკლიის GEM fest-ის ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ფესტივალის დამფუძნებელ კომპანიასა და "სოლიდარობის" ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს თითოეული გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარის გადარიცხვას ფონდის საქმიანობის განსავითარებლად.

ფესტივალის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ფესტივალის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ, "სოლიდარობის ფონდის" მხრიდან კი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა.

გიორგი სიგუა:

- GEM fest კეთილი საქმეებისთვის დაფუძნდა. ის არ შექმნილა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუკვალოს გზა, ტალანტის გამოვლენაში დაეხმაროს. თავად GEM-ის კონცეფცია ითვალისწინებს პირველ რიგში, კეთილი საქმეების კეთებას. გაფორმებული მემორანდუმი კი ჩვენი პირველი ნაბიჯია ამ მხრივ. გვინდა, რომ შეგროვებული თანხით ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ, თუმცა ვფიქრობთ, ბილეთების გაყიდვის ტემპებს თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი თანხა მოგროვდება და არაერთი ახალგაზრდის დახმარებას შევძლებთ "სოლიდარობის ფონდის" მეშვეობით.

მარიამ ჯაში:

- დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს "სოლიდარობის ფონდსა" და "ეპიკურ ქვას" შორის , რომლის ფარგლებშიც, ანაკლიაში, ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან ერთი ლარი გადაირიცხება "სოლიდარობის ფონდში". ჩვენთვის ეს გახლავთ 21-ე მემორანდუმი, რომელიც კერძო სექტორთან გავაფორმეთ. აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა გავაგრძელოთ 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება და ასევე გავაფართოვოთ ჩვენი პროგრამების შესაძლებლობები.

დღეისთვის ფონდში მობილიზებულია 3 260 000 ლარზე მეტი. 119 ბავშვის მკურნალობაა დამტკიცებული, მათ შორის 51 შემთხვევაში - საზღვარგარეთ.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია "ამბები.გე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია