"ბევრჯერ დამწამეს ცილი... ჩემს ცხოვრებაში არ მისვრია ადამიანისთვის" - რეპორტაჟი "ოცნებების სასაფლაოდან"

"ბევრჯერ დამწამეს ცილი... ჩემს ცხოვრებაში არ მისვრია ადამიანისთვის" - რეპორტაჟი "ოცნებების სასაფლაოდან"

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"

სულ რომ არ ვიცნობდე გოგა ხაინდრავას, არც მისი კინოდოკუმენტალისტობისა ვიცოდე რამე და არც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მინისტრობის ამბავი, არც მისი პოლიტიკური შეხედულებები ვიცოდე და არც მასზე სხვადასხვა დროს გავრცელებული ტყუილ-მართალი, ერთი ფილმი, "ოცნებების სასაფლაო"“იქნებოდა საკმარისი, რომ მის მიმართ ერთბაშად მეგრძნო პატივისცემაცა და სინანულიანი სიყვარულის განცდაც...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გიორგი ხაინდრავას მხა­ტვ­რული ფილმი "ოცნებების სასაფლაო" სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია Vectracom-ში ინახებოდა.

გოგა ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.

"ოცნებების სასაფლაო" არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრან-პრი და კინოკრ­იტიკოსთა პრემია - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი", უმაღლესი ჯილდო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფ­ესტივალზე “სან-ფრანცისკოში; გრან-პრი და ჟიურის პრიზი "ფიპრესი" სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე "კინოტავრი".

უყურებ 1993 წლის კადრებს და შორ­ეული წარსული გგონია, მაგრამ ეს შორე­ული წარსული“იმდენად ახლოა, ყელთან ნელ-ნელა იკვანძება ცრემლის ბურთი... ზოგი სულ უწვერულია ჯერ, თუმცა დიდივით სიგარეტს ეწევა და იარაღიც აქვს მხარზე გადაკიდებული - ომში მიდის! ეს წაგებული­ ომია, მაგრამ ბიჭებმა არ იციან. ისინი ნახევრად შიშვლები და მშივრები, შეუიარაღებლები სხდებიან ძველ, ნახევრად დაშლილ ავტობუსებში... და მიდიან... არც ისე მარტივია, მიჰყვე ამბავთა დინებას.

"ეს არის უნიკალური ფილმი, რომელიც­ გადაღებულია იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა", - ამბობს ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც მალე 60 წლის გახდება და როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი ცხოვრების გააზრებისა და გადაფასების ასაკს­ აღწევს.

- ფილმში გადაღებულია დაახლოებით 7 000 კაცი, რომლებიც ამ ომში მონაწილეო­ბდნენ. ახალგაზრდებს, რომლებიც სტიქიის­ დღეებში ასე ვაჟკაცურად დადგნენ იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა, მინდა ვუთხრა, - ისინი ამ ფილმში ნახავენ საკუთარ­ მამებს, რომლებიც არანაკლებ კარგი ბიჭები­ იყვნენ, უბრალოდ მათი თავდადება არ დაფ­ა­სდა. წელიწად-ნახევარი მიდ­იოდა ომი, დღე-ნახევარში კი არ გამოქცეულან!­ ახლანდელი ჯარი და მაშინდელი ჯარი იმდენად­ სხვადასხვაა, ვერც წარმოიდგენთ! ანარქია იყო! მაშინ აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი ვიყავი. 68 ბატალიონი იყო აფხაზეთში. 68 ბატალიონისთვის იგზავნებოდა ეკიპირება. სინამდვილეში 6 000 კაცზე მეტი აფხაზეთში არასდროს ყოფილა. სულ როტაცია იყო. მიდიოდნენ და მოდიოდნენ... გია ყარყარაშვილის, პაატა დათუაშვილის სამხედრო ჯგუფების გარდა, იყო გენო ადამიას 24-ე ბრიგადა... "მხედრიონს" რომ აგინებენ, "მხედრიონმა" აფხაზეთში 860 კაცი დაკარგა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია