სად და რა ფასად იყიდება "სეტ ტოპ ბოქსები" და რომელი ქართული არხების ყურება შეეძლება მოსახლეობას

სად და რა ფასად იყიდება "სეტ ტოპ ბოქსები" და რომელი ქართული არხების ყურება შეეძლება მოსახლეობას

დღეიდან, პირველი ივლისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. 10:00 საათიდან, ანალოგური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.

აღნიშნულ არეალში მაყურებელი "სეტ ტოპ ბოქსები"-ს დახმარებით უკვე ციფრულ გამოსახულებას იღებს. ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესების გარდა, ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, მაყურელი ამიერიდან უფრო მეტი ქართული არხის ყურებას შეძლებს.

Ambebi.ge დაინტერესდა, სად და რა ფასად შეუძლიათ მოქალაქეებს "სეტ ტოპ ბოქსები"-ს შეძენა და რომელი ქართული არხების ხილვა შეეძლებათ ციფრული მაყუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ.

თუკი აქამდე მოქალაქეები საკაბელო, თუ ე.წ. სახლის ანტენების საშუალებით, მხოლოდ რამდენიმე ქართულ არხს უყურებდნენ, ამიერიდან ეს სპექტრი ბევრად იზრდება და შესაბამისად, მაყურებელს უფრო მეტი არჩევანი ექნება.

ტელევიზიების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე ვრცელდება ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, ასეთია:

  1. იმედი HD
  2. რუსთავი 2 2 HD
  3. პირველი არხი HD
  4. GDS HD
  5. ტაბულა. SD
  6. იმედი+ SD
  7. კომედი არხი SD
  8. მარაო SD
  9. კომედიTV SD
  10. არტარეა SD
  11. თრიალეთი SD
  12. RGB SD
  13. პალიტრა SD
  14. SILK+ SD
  15. სამეგრელო SD
  16. ზაზანოვა SD
  17. პულსი SD
  18. ობიექტივი SD
  19. ერთსულოვნება SD
  20. ომეგა
20 ქართულ არხს შორის, რომლებიც უკვე გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე, ერთ-ერთი "პალიტრა TV"-ა. როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში არხის დირექტორი, ინგა დადიანი ამბობს, ციფრული მაუწყებლობის მთავარი უპირატესობა სწორედ მაყურებლისთვის მეტი არჩევანის შეთავაზებაა და ამიერიდან "პალიტრა TV" ერთ-ერთი ის ქართული არხი იქნება, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ მაყურებელმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთოს.

"დღეიდან "პალიტრა TV"-ს ყურება ციფრული მაუწყებლობის საშუალებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეძლება. მოგეხსენებათ, ციფრული მაუწყებლობა სწორედ საზოგადოების მეტ ინფორმირებას და მისთვის უფრო მეტი საინფორმაციო წყაროს შეთავაზებას გულისხმობს. "პალიტრა TV"-ს დღემდე საკაბელო ტელევიზიების საშუალებით ქვეყნის მასშტაბით უკვე ჰყავდა მაყურებელი, თუმცა ცხადია, მომდევნო პერიოდში დაფარვის არეალი ბევრად გაიზრდება, 2015 წლის 25 აგვისტოს კი მთელ საქართველოს მოვიცავთ. "პალიტრა TV"-ს მსგავსად, დღეიდან მაყურებელი სხვა ისეთ ქართულ არხებსაც იხილავს, რომლთა ყურებას ანტენის მეშვეობით ვერ ახერხებდნენ“, - ამბობს ინგა დადიანი.

რაც შეეხება ინფორმაციას "სეტ ტოპ ბოქსები"-ს ფასებსა და ადგილებზე, სადაც მათი ყიდვაა შესაძლებელი, IDFI ავრცელებს (იხილეთ სეტ ტოპ ბოქსების დაყენების ინსტრუქცია)

რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში და როგორია მათი ფასები, - ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ ტექნიკის მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე, შეისყიდეს აპარატურა და შეამოწმეს უშუალოდ მათი რეალიზაციის წერტილებში. მონიტორინგმა ძირითადად მოიცვა თბილისი, თუმცა IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციის "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" დახმარებით მოიძია ინფორმაცია რამდენიმე დიდ ქალაქშიც.

2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის "სეტ ტოპ ბოქსია" შემოტანილი - Eurostar-ი და TV Star-ი. მისი ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს.

Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს.

ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების "სეტ ტოპ ბოქსები". ეს უკანასკნელი "არაი თუმოროუს" მაღაზიათა ქსელში იყიდება. "ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ" სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.

შედარებით ძვირი - 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.

"კიდობანში" 65 ლარი ღირს Eurostar-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსები, რომელსაც უერთდება RCA კაბელი, აქვე იყიდება უფრო ძვირადღირებული "სეტ ტოპ ბოქსები", რომელთა ფასი 70-80 ლარია.

"კიდობანის" მსგავსად ე.წ. "ლილოს ბაზრობაზეც" ძირითადად Eurostar-ის სეტ ტოპ ბოქსები იყიდება. მისი ღირებულება უფრო იაფი, 65 ლარია.

ზემოთ აღნიშნული TV Star-ის ფირმის "სეტ ტოპ ბოქსები" იყიდება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტექნიკის მაღაზიებში - "ახალი ელექტრონიქსი" და "ახალი ტექნიკა". რესივერის ფასი აქ 60 ლარია.

ყველაზე ძვირადღირებული Sven-ის ფირმის "სეტ ტოპ ბოქსებს" (ხელმისაწვდომია "არაი თუმოროუს" მაღაზიებში), რომლის ფასი 95 ლარია, მოჰყვება როგორც სამფერიანი (RCA) ასევე HDMI მისაერთებელი. თუმცა მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.

იხილეთ სეტ ტოპ ბოქსების დაყენების ვიდეოინსტრუქცია

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა