"მაგთიკომს" მომხმარებელი უჩივის - ეროვნულმა კომისიამ საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო

"მაგთიკომს" მომხმარებელი უჩივის - ეროვნულმა კომისიამ საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო

შპს "მაგთიკომს" მომხმარებელი უჩივის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომის" წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ღოთვაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო.

შპს "მაგთიკომის" აბონენტის გ. ღოთვაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ მის მფლობელობაში არსებული შპს "მაგთიკომის" სამ სააბონენტო ნომერზე შეძენილი ინტერნეტ-პაკეტების ბალანსი 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 25.8, 5.8 და 6.4 გიგაბაიტს. მომხმარებლის განმარტებით, აღნიშნული გეგაბაიტები, განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, იყინებოდა უვადოდ და ნებისმიერ დროს ახალი ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მათი გამოყენება. შპს "მაგთიკომმა" 2015 წლიდან აბონენტ გ. ღოვთაძეს შეძენილი ინტერნეტ-პაკეტები დადგენილი ვადის ამოწურვიდან 7 დღის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო გაუუქმა. რის გამოც, მომხმარებელმა შპს "მაგთიკომს" გაუქმებული გეგაბაიტების გამოყენების იმავე პირობებით, რა პირობებითაც მან შეიძინა ინტერნეტ-პაკეტები აღდგენის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, შპს "მაგთიკომის" წერილით, გ. ღოვთაძეს ეცნობა, რომ შპს "მაგთიკომმა" მომსახურების მიწოდების პირობების შეცვალა, რომლის შესაბამისადაც, მომხმარებელი უფლებამოსილი იყო 30 დღის განმავლობაში ესარგებლა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტით. ამავე ცვლილების თანახმად, გამოუყენებელი ერთეულები დეაქტივირდებოდა და შენახულ იქნებოდა ახალი პაკეტის შეძენამდე მაქსიმუმ 7 დღით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ არსებული გიგაბაიტები სრულად გაუქმდებოდა.

აბონენტ გ. ღოვთაძეს მიაჩნია, რომ შპს "მაგთიკომს" არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი შეეცვალა მომსახურების პირობები უკვე რეალიზებულ პროდუქტზე და გაეუქმებინა შეძენილი გაყინული გეგაბაიტები. რის გამოც, საჩივრით მომართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა, შპს "მაგთიკომმა" აღუდგინოს სამივე სააბონენტო ნომერზე მისი კუთვნილი გეგაბაიტები მომსახურების იმ პირობებით, რა პირობებითაც მან შეიძინა ეს მომსახურება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მაგთიკომის" აბონენტის საჩივარი მიიღო წარმოებაში, საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 16 ივლისს 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს", - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია