"ბერძნები გვეუბნებიან - წაეთრიეთ თქვენს საქართველოშიო" - რა დღეში არიან ქართველი ემიგრანტები

"ბერძნები გვეუბნებიან - წაეთრიეთ თქვენს საქართველოშიო" - რა დღეში არიან ქართველი ემიგრანტები

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი პიკს აღწევს. ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება. კვირას დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მხარს უჭერს თუ არა მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ საერთშორისო კრედიტორების მოთხოვნას. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, ნათელია, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ჩიხი ქართველ ემიგრანტებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 250 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა არალეგალურად ცხოვრობს და შემოსავალს საქართველოში გზავნიან. ბევრ მათგანს ძალიან მძიმე პირობებში უხდება მუშაობა, თუმცა ეს მათთვის ერთადერთი გამოსავალია.

ნინო ქებაძე (45 წლის, ემიგრანტი) - მესამე წელია საბერძნეთში ვარ, ჩემი მეგობრის დახმარებით ჩამოვედი. მას შემდეგ სულ ერთ ოჯახში ვმუშაობ. დალხენილი ყოფა არც თავიდან მქონია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში აქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. . თვითონ ადგილობრივებს უჭირთ და ბუნებრივია, ჩვენი დარდი აღარავის აქვს. მე სადაც ვმუშაობ, ოჯახის უფროსს ბიზნესი ჰქონდა, გაკოტრდა და ოჯახს შემოსავალი აღარ აქვს. ისეთი გაღიზიანებულები არიან, რომ სულ ყვირიან და საბოლოოდ, ჩემზე ტყდება ჯოხი, მეც ვითმენ, რადგან რომც გამოვთქვა პროტესტი, რა შეიცვლება?! ვარ ჩუმად, რათა ამ თვის ხელფასი მაინც მომცენ. რამდენიმე დღის წინ ფულის გადმორიცხვა მინდოდა საქართველოში და ბანკში მითხრეს, რომ თანხის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გადარიცხვის უფლება მქონდა, უკვე გადარიცხვების კონტროლიც დაიწყეს, რომ ქვეყნიდან ფული არ გავიდეს. მერე ბანკის თანამშრომელს მივეცი 50 ევრო და მომცა საშუალება გადმომერიცხა.? მართლა წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა, ჩვენ კი არა ადგილობრივები ვერ ხვდებიან, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს. ყოველდღე იკეტება მაღაზიები და ქარხნები.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია