მესი და მასკერანო 11 აგვისტოს დინამო არენაზე არ ითამაშებენ?

მესი და მასკერანო 11 აგვისტოს დინამო არენაზე არ ითამაშებენ?

ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობა 11 აგვისტოს არგენტინელი ლეგიონერების - ლიონელ მესისა და ჰავიერ მასკერანოს დინამო არენაზე ნახვას მოუთმენლად ელოდება, თუმცა შესაძლოა მათი მოლოდინი ამაო აღმოჩნდეს. როგორ "ქრონიკა" კატალონიურ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, ლეგიონერები სწორედ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შვებულებას ითხოვენ.

თემურ ქუნთელია, სპორტული გამოცემის ჟურნალისტი:

"დიდი ალბათობით მესი არ ჩამოვა თბილისში, ხოლო თუ ჩამოვიდა, იგი არ ითამაშებს, იქედან გამომდინარე, რომ სამი კვირის განმავლობაში ფეხბურთელი შვებულებაში იქნება, კოპა ამეიკის შემდეგ იქნება გადაღლილი, სამი კვირის განმავლობაში დაისვენებს და ამ მოკლე ხანში ის სათანადო კონდიციამდე ვერ მივა".

თუ ბარსელონა დინამო არენაზე მთავარი მოთამაშეების გარეშე გამოვა, მატჩის მიმართ ინტერესს არაერთი ქომაგი დაკარგავს. თუმცა საბოლოო სიტყვა კატალონიური გუნდის ახალმა პრეზიდენტმა უნდა თქვას - სწორედ მან უნდა უთხრას მესისა და მასკერანოს, მიიღებენ თუ არა ერთთვიან დასვენებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია