არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შესვლა სცადა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შესვლა სცადა

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. მათ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ორი მცირედი დარღვევა დაფიქსირდა. ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აბიტურიენტმა სცადა შესვლა. თუმცა, ის გამოცდიდან მოიხსნა. მეორე შემთხვევა მუხიანში, 175-ე სკოლაში არსებულ საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა, სადაც აბიტურიენტმა დააგვიანა, რის გამოც, მას გამოცდაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია