რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...

რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...

PLACEBO, ARCHIVE, ZEMFIRA , BETH HART, BLACK LABEL SOCIETY, AQUARIUM, TIGER LILLIES, KOLLEKTIV TURMSTRASSE, GUI BORATTO, STEPHAN BODZIN და 70-ზე მეტი არტისტი და ბენდი  - ასეთი შთამბეჭდავია TBILISI OPEN AIR-ის წლევანდელი პროგრამა, თუმცა ფესტივალზე მელომანებისთვის, მუსიკასთან ერთად, სასმელი და საჭმელიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.

TBILISI OPEN AIR-ის "ფეისბუქის" გვერდის ცნობით, ფესტივალის ტერიტორიაზე 12 კაფე-ბარი იქნება განლაგებული. შესაბამისად, მენიუს არჩევანიც დიდია. მაგალითად, ფესტივალის ტერიტორიაზე, 3 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ქათმის ვრაპი, სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, სენდვიჩი ტოსტის პურით, მიწის თხილი... ღორის მწვადი 10 ლარი, ქათმის მწვადი 5, ხოლო შაურმა 9 ლარი ეღირება.

რაც შეეხება სასმელს. ფესტივალის ტერიტორიაზე, TBILISI OPEN AIR-ის "ფეისბუქის" გვერდის ცნობით, მხოლოდ ერთი სახეობის ლუდი გაიყიდება და მსურველებს 500 გრამი ლუდისთვის 4 ლარის გადახდა მოუწევთ.  გაცილებით დიდია არჩევანი სპირტიან სასმელებში. წარმოდგენილი 4 სახეობიდან, 50 გრამი არყის ღირებულება 4-დან 6 ლარამდეა. თუ კოქტეილს მოისურვებთ, მათი ფასი 7-დან 9 ლარამდეა. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე გამაგრილებელი, გაზიანი, მინერალური და ენერგეტიკული სასმელებიც გაიყიდება.

ყველა მენიუს ფასები იხილეთ ჩამონათვალში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია