ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ნორა ლობჟანიძის შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის. არადა, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გერმანიის მასშტაბით ძალიან პოპულარულიც ერთდროულად რამდენიმე დარგში - ევროპული ცეკვები, ფიტნესი, ბოდიბილდინგი, დიეტოლოგია.

ბევრი გამარჯვების შემდეგ პროფესიონალი და საკმაოდ ძვირად ღირებული მწვრთნელი გახდა - თავისი სტუდია გახსნა, სადაც მიუნხენის მცხოვრებლებს აერობიკას, ეროტიკულ ცეკვებს, ფიტნესს, სწორ კვებას ასწავლის. პარალელურად ცნობილი ფიტნესმოდელია, მონაწილეობს ფოტოსესიებში სხვადასხვა პროექტისთვის, მათ შორის, გულახდილ ფოტოებზეც არ ამბობს უარს. ნორას გერმანიაში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩავწერეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე და საკმაო წარმატებებიც მქონდა. 10 წლისამ ქართულ ცეკვებზე დავიწყე სიარული. 13 წლისა ოჯახთან ერთად გერმანიაში გადმოვედი საცხოვრებლად. რადგან ცეკვა მიყვარდა, მაშინვე დავიწყე ცეკვაზე სიარული. უფრო თანამედროვე ცეკვებს ვეუფლებოდი, ფიტნესითაც დავინტერესდი. ორივე სფეროში იქაც წარმატებული აღმოვჩნდი - გერმანიის ჩემპიონატი მოვიგე და სულ მალე ცეკვისა და ფიტნესის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. სკოლის მერე ამერიკაში წავედი. იქაც ცეკვას მივყვებოდი აქტიურად. რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი გერმანიაში, რადგან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და მიუნხენში გავხსენი ცეკვისა და ფიტნესის სკოლა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ამ სკოლაში ვმუშაობ მწვრთნელად, მასწავლებლად და პარალელურად, ფიტნესმოდელი გახლავართ.

- რატომ დაგაინტერესა ბოდიბილდინგმა, რომელიც არც ისე ქალური სპორტია...

- იმიტომ დავიწყე ამ სპორტში ვარჯიში, რომ ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. ფიტნესმოდელს ძალიან დახვეწილი და ნავარჯიშევი, ლამაზი სხეული უნდა ჰქონდეს. ბოდიბილდინგში წლების წინ მარტო კუნთების ზომას აქცევდნენ ყურადღებას, დღესდღეობით კი ყველაზე დიდი ყურადღება ლამაზ ფორმებსა და პროპორციებს ექცევა და გამარჯვებებიც აქედან მოდის.

ამ სპორტში მომწონს ის, რომ ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს, რათა ამ ტანჯვას გაუძლო. პიროვნულად ავითარებს ადამიანს, გინდა თუ არა, თავს ებრძვი! უნდა აკონტროლო ყოველი მოქმედება, ყოველი გრამი - რას ჭამ და რას - არა.

- როგორ ახერხებ ამდენი საქმის შეთავსებას და როგორია შენი ერთი დღე?

- თუ რამეს სიყვარულით აკეთებ, ეს სამუშაო არ არის და არც გღლის. სიმართლე გითხრათ, მთელი დღე დაგეგმილი მაქვს. 6-7 საათზე ვიწყებ დღეს ვარჯიშით, მერე ბიუროს საქმეებს ვაკეთებ, შემდეგ - პერსონალურ კლიენტებს ვამზადებ, მეორედ ვვარჯიშობ. საღამოს ცეკვის სკოლაში ვარ. შინ დაბრუნებული ვამზადებ საჭმელს მეორე დღისთვის. როგორც ფოტო

მოდელი, სხვადასხვა დღეს ვმუშაობ და ყველაფერს ამის მიხედვით ვგეგმავ. შუაღამისას ვიძინებ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია