ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

ნიკოლოზ ბასილაშვილი - სიმპატიური, წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

Ambebi.ge ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალებს გთავაზობთ:

იხილეთ ფოტოგალერეა| ნიკოლოზ ბასილაშვილის პროფესიული და პირადი ცხოვრება

ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა.

ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.

12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.

ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.

2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია.

2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია. წყვილს პატარა ვაჟიც ჰყავთ.

ნახეთ ყველა ფოტო

"ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. გადავწყვიტეთ დაოჯახება.

მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. ჩემს მეუღლეს ამერიკათმცოდნეობა აქვს დამთავრებული.

გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა ჩოგბურთელი გახდეს" - განაცხადა AMBEBI.GE-სთვის 3 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ბასილაშვილმა.

- სპორტის გამო, ბევრ რაღაცაზე უწევთ უარის თქმა, არ გიჭირთ პატარა ასაკში მოწევის, დალევის და გართობის გარეშე ცხოვრება?

- რადიკალურად არაფრის წინააღმდეგი და მომხრე არ ვარ. თუ სპორტსმენის ორგანიზმს შეუძლია მოწევა და დალევა, მოწიოს და დალიოს. მე არც ვეწევი და არც ვსვამ.

- როგორი ხართ კორტებს მიღმა?

- კორტების მიღმა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მართალია ამერიკაში გავიარე გარდატეხის ასაკი, მაგრამ ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. ქართული აზროვნება მაქვს.

ძალიან მიხარია ჩემი აზროვნება ამერიკულად ან ევროპულად რომ არ შევცვალე. ძალიან მიყვარს ქართველები, ტრადიციები, კულტურა, ყველაფერი მომწონს. იმიტომ რომ ქართველი ვარ.

- რა მიზნები გაქვს?

- პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელი ვიყო. შემდეგ მოვინდომო და კარგად ვაკეთო ჩემი საქმე. შედეგები თავისთავად მოვა.

6 photos showing that Georgia’s best tennis player is just as successful in personal life

9-10 იანვარს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ" - მიხეილ რამიშვილი