მერაბ მეტრეველი: თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს დამუღამებული

მერაბ მეტრეველი: თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს დამუღამებული

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ("პალიტრა TV": "რეზიუმე", "მოკლე ჩართვა") "ფეისბუქზე" საბანკო სექტორთან დაკავშირებულ კრიტიკულ მოსაზრებას წერს და თუ სტატუსზე "ფეისბუქელების" მაღალ ჩართულობას (კომენტარები, გაზიარებები) გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ მის მოსაზრებას ბევრი ეთანხმება.

"თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს დამუღამებული: თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე ბარათი (საკრედიტო, ან სხვა) დახუროთ და გააუქმოთ, არ გეგონოთ, რომ ამით მორჩა ყველაფერი...

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ დავალიანება გერიცხებათ. ბარათის გაუქმება, თურმე, სულაც არ ნიშნავს ამ ბარათზე მიბმული საბანკო ანგარიშის გაუქმებას და თუ ცალკე ისიც არ გააუქმებინე, მაშინ, ისე რომ აზრზე არ ხარ, ამ ანგარიშის მომსახურების თანხა დავალიანებად გეწერება.

ახლა თუ რაიმე სერვისი გქონდათ ჩართული, (სმს-შეტყობინება ან სხვა) ორმაგი თანხა დაგერიცხებათ და ერთ დღეს ბანკში მისულს გეტყვიან: თქვენ ამდენი და ამდენი ლარი (თანხის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გროვდებოდა ეს დავალაინება) გაქვთ გადასახდელი ანაგრიშის მომსახურების.

თუ ეტყვი: როცა ბარათი გავაუქმე, მაშინ ოპერატორმა რატომ არ მითხრა, რომ ანგარიში რჩებოდა და ის ცალკე უნდა გამეუქმებინაო, წყნარად გიპასუხებენ: არ კითხეთ და ამიტომაც არ გითხრაო. დიდი ეჭვი მაქვს, ოპერატორებს სპეციალურად აქვთ დავალება მიცმეული, რომ თუ მომხმარებელმა ეს არ იცის (უმეტესობამ კი არ იცის და გონია, ბარათის გაუქმებით ყველაფერი მთავრდება) საკუთარი ინიციატივით არ უთხრან. გუშინ ჩემი ოჯახის წევრს, რომელმაც დაახლოებით სამი წლის წინ "საქართველოს ბანკის" სამი ბარათი გააუქმა, ბანკში რომ მივიდა, წყნარად გამოუცხადეს: სამი ანგარიშის მომსახურებისთვის 90 ლარი გაქვს გადასახდელიო!", - წერს მეტრეველი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია