"იესო ჯვარს აცვეს, საუკეთესოები აწამეს და დახვრიტეს, კარგებს პირველებს სდევნიან"- ნათია ფანჯიკიძე

"იესო ჯვარს აცვეს, საუკეთესოები აწამეს და დახვრიტეს, კარგებს პირველებს სდევნიან"- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე", კეთილისა და ბოროტის ბრძოლის შესახებ საკუთარ ფილოსოფიურ თვალსაზრისს აქვეყნებს:

"იესო ჯვარს აცვეს, საუკეთესოები აწამეს და დახვრიტეს. კარგებს პირველებს სდევნიან. ბუნებრივიცაა, დევნა, განადგურება, კვლა, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდიანების მოწოდებაა. ბევრი მტრის ყოლა რომ არც ვინმეს სიცუდეს ადასტურებს და არც სიკარგეს, ესაა კაცობრიობის მთავარი აბსურდიც და პირობითი, დუალისტური აზროვნების მთავარი დილემაც.

მარჯვენა ლოყის მიშვერის მთელი პრინციპი ნიცშემ უფრო მარტივად გასაგებად გადაამუშავა, "მონსტრებთან ბრძოლაში მთავარი საფრთხეა თვითონ არ გახდე მონსტრი."

თუ ნამდვილად შეგნებული გვაქვს რა არის ცუდი, მაშინ მთავარია, ავის მქნელებს როცა ვიშორებთ, შევძლოთ მათი ქცევის კოპირება არ მოვახდინოთ, სამაგიერო იგივეთი არ გადავუხადოთ. მხოლოდ მოვიგერიოთ და გავაუვნებელყოთ.

ერთი შეხედვით ეს მათ ათამამებს ხო? მეორედაც შევხედოთ, - სინამდვილეში ეს ერთადერთი პრევენციაა მეტ და მეტ ადამიანში არ ჩაითესოს ბოროტების ქმნის უნარი. მხოლოდ მოგერიების უნარი უნდა დავიტოვოთ. ბოდიშს ვიხდი საჯაროდ გამოტანილი პრიმიტიული ფილოსოფიისთვის. რაღაც იმპულსმა მომცა მსჯელობის მიზეზი", - წერს ნათია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია