ნათია მიქიაშვილი არჩილ გამზარდიას პასუხობს - "ყველა ჩართულია ამ ეპიზოდის შესწავლაში და ჯერჯერობით სხვა ასეთი შემთხვევა ვერ ვნახეთ"

ნათია მიქიაშვილი არჩილ გამზარდიას პასუხობს - "ყველა ჩართულია ამ ეპიზოდის შესწავლაში და ჯერჯერობით სხვა ასეთი შემთხვევა ვერ ვნახეთ"

არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში დღეს თბილისის სამარშრუტო ტაქსიში გაკრული განცხადება გამოაქვეყნა. "კომპანია გიხდით ბოდიშს,

კონდიციონერი არ მუშაობს".

"რატომ უშვებენ ასეთ მიკროავტობუსებს რეისზე? ბოდიშის მოხდით რომ უფასოდ ვიმგზავროთ და ფული არ გადავუხადოთ, მიიღებს კომპანია ამას არგუმენტად?" - წერს გამზარდია [მეტი].

ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს, ნათია მიქიაშვილს დაუკავშირდა:

- ეს მიკროავტობუსი დგას ავტოფარეხში, ჩვენ გვაქვს GPS მონიტორინგი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ავტომობილი არ გასულა ფარეხიდან, ჩემს კედელზე მიდევს ეს ფოტოები და შეგიძლიათ აიღოთ. არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ ეს ფოტოსურათი დღეს გადაიღო, მაგრამ ის მიკროავტობუსი იმ სახელმწიფო ნომრით, რომელიც მან მიუთითა, 24 საათზე მეტია არ გასულა ფარეხიდან. ყველა ჩართულია ამ ეპიზოდის შესწავლაში და ჯერჯერობით, სხვა ასეთი შემთხვევა ვერ ვნახეთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია