"ნეტა მაგის მეტი პრობლემა არ გვქონდეს საქართველოში" - ქეცბაია "ბილეთების სკანდალზე"

"ნეტა მაგის მეტი პრობლემა არ გვქონდეს საქართველოში" - ქეცბაია "ბილეთების სკანდალზე"

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი "ბილეთები.გე"-ს გარშემო ატეხილ სკანდალს "რეაქციის" ეთერში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. რადგან პრობლემა უფრო დიდია.

კითხვაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მომხდარის გამო, ქეცბაია პასუხობს:

"უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ კაცის, ვინც უეფა-მ საქართველოში გამოაგზავნა. იმან ვერ დაინახა რომ არ არის ქვეყანა მზად იმისთვის, რომ 10 000 ბილეთი ერთ დღეში გავყიდოთ. თუმცა, კაცი ციხეში უნდა ჩასვა, რომ 10 ათასმა კაცმა ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა? - სასაცილოა". ზოგი ჭირი მარგებელია. სხვა შემთხვევაში ფეხბურთი არავის დააინტერესებდა. თუ პრობლემა ის არის, რომ ბილეთები ვერ შეიძინა გულშემატკივარმა, ნეტა მაგის მეტი პრობლემა არ გვქონდეს საქართველოში. პრობლემები სხვაგან არის და მაგას თუ ყურადღებას მიაქცევთ, იქნებ ეშველოს ქართულ ფეხბურთს", - ამბობს ქეცბაია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია