კახას შვილად ჩემი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან - ანასტასია გონჩაროვას თქმით, კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურეს

კახას შვილად ჩემი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან - ანასტასია გონჩაროვას თქმით, კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურეს

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა მამის მიერ მისთვის გაგზავნილ უინსტონ ჩერჩილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ბრიტანელის სიტყვებია მინაწერი: "არასოდეს დანებდე - არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდე არც დიდს და არც პატარას, არასოდეს არავის დანებდე გარდა საკუთარ რწმენას ღირსებასა და კეთილ საქმეზე. არასოდეს დაუთმო ძლიერებს, არასოდეს დანებდე მტრის ღიად ჭარბ ძალას" - უინსტონ ჩერჩილი. ფოტოს ანასტასია საკუთარ კომენტარსაც ურთავს:

"უკანასკნელი რვა თვე ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავკარგე მამა, მენტორი და საუკეთესო მეგობარი, არამედ იმიტომაც, რომ მამაჩემის ერთადერთი და და მისი მეუღლე ნატალია იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რომ მე კახას შვილად მივიჩნეოდე.

ჯერ იყო და ნატალიამ მამას დნმ-ს სინჯები გაანადგურა და ნუნუმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამაში. შემდეგ ნუნუ ცდილობდა არ მიმეცა ინტერვიუები და საჯაროდ განმეცხადებინა, რომ კახა მამაჩემი იყო. ახლა კი ვიგებ, რომ ნუნუ (მამაჩემის ერთადერთი ღვიძლი და!) ნატალიას მთავარი მოწმეა ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში.

ყოველ დღე მახსოვს ეს ფოტო, რომელიც მამამ გამომიგზავნა მას შემდეგ, რაც უსამართლოდ იმყოფებოდა პროკურორთან სიტყვებით "ნასტია, ებრძოლე მათ ჩემი გულისთვის". ვიხსენებ ამ ფოტოს და ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ვიყო ძლიერი როგორც ის მასწავლიდა და ვებრძოლო უსამართლობას.

მისურვეთ წარმატება ჩემს მესამე სასამართლო მოსმენაზე. თითებს ვაჯვარედინებ, რომ კიდევ არ შეძლონ საქმის გადადება!" - წერს კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა.