ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანელი ფანები სცემეს? - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანელი ფანები სცემეს? - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

აზერბაიჯანული საიტები 2 ივლისს თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" მატჩზე მომხდარ ინციდენტებზე აქტიურად წერენ.

დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]

საიტ haqqin.az-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრები თავს დაესხნენ სტუმარ გულშემატკივრებს, გალანძღეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, აზერბაიჯანელ ქომაგებს წაართვეს მათი ქვეყნის დროშა და ფეხქვეშ გათელეს...

საიტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი გულშემატკივრების აგრესიაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

haqqin.az: აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციების ფედერაციამ (AFFA) უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სათანადოდ შეაფასოს თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა ქმედება, რომლებმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმბოლო შეურაცხყვეს და ამასთან, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

"ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშის ოფიციალურად მოხდას ქართული მხარისგან, გულშემატკივართა არაადეკვატური ქმედებების გამო. სავარაუდოდ, უეფაში საჩივარს შეიტანს "გაბალაც", - უთხრა საიტს AFFA-ს პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ, რომლის თქმით, აზერბაიჯანული სპორტული საზოგადოება ქართველი გულშემატკივრების ქმედებას განიხილავს, როგორც არამეგობრულ აქტს.

"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - დასძინა ნარიმანოღლუმ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია