ბათუმში, გოგონა იმ ბიჭმა დაჭრა, რომელსაც 2 წელია უყვარს - "ცოლად გაყოლა შესთავაზა და შეკამათებაც ამ საკითხს მოჰყვვა"

ბათუმში, გოგონა იმ ბიჭმა დაჭრა, რომელსაც 2 წელია უყვარს - "ცოლად გაყოლა შესთავაზა და შეკამათებაც ამ საკითხს მოჰყვვა"

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში დაჭრილი გოგონას ოპერაცია მიმდინარეობს. საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი არიან გოგონას ახლობლები.

ახლობლები 17 წლის გოგონასთან დაკავშირებით რამდენიმე ახალ დეტალზე საუბრობენ. ნათესვების ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, რომელიც ზესტაფონიდან არის, 2 წელია რაც 17 წლის გოგონა უყვარდა. როგორც გოგონას ახლობლები ამბობენ, გოგონას სწავლა უნდოდა და გათხოვებას არ აპირებდა. ახლობლების თქმით, დღეს ბიჭმა გოგონას ცოლად გაყოლა შესთავაზა და სავარაუდოდ, შეკამათებაც ამ საკითხს მოჰყვა.

17 წლის გოგონა ბათუმში, 6 მაისის პარკთან დაჭრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

პირველადი ინფორმაციით, გოგონასთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის ექიმმა მანანა ხოზრევანიძემ ბათუმში 6 მაისის პარკში დაჭრილი გოგონას მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გოგონა კონტაქტური იყო, სათანადო დახმარება გაუწიეს და გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

მისივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

"ადგილზე მისულებს პაციენტი გულ-მკერდის არეში შემავალი მრავლობითი ჭრილობებით დაგვხვდა. ადგილზე გაეწია სათანადო დახმარება და გოგონა გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში. სიცოცხლისთვის საშიში ჭროლობები არ არის", - აღნიშნა მანანა ხოზრევანიძემ.

მისივე ინფორმაციით, გოგონა 17 წლისაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია