"მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი ..." - კახი კალაძე გმირ ადამიანებს შორის

"მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი ..." -  კახი კალაძე  გმირ ადამიანებს შორის

გარესამყაროს ადამიანები ცვლიან, მსოფლიოს ავ-კარგიანობაც ადამიანზეა დამოკიდებული. მათი საქციელით, სიტყვებით, აზრებით ქმნიან იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და გვინდა დავიჯეროთ, რომ სამყარო შედგება კეთილი, უანგარო, გულიანი, თბილი და გულწრფელი ადამიანებისგან, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდებიან საჭირო დროს.

მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რადგან ასეთი ბავშვები არსებობენ!

ეს 8 წლის ბიჭუნა 3 წელი იზრდიდა თმას და თანატოლებისგან დამცირებას იტანდა. მან თმა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად გაიღო.

მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რადგან ასეთი ცხოველთა დამცველი არსებობს!

ნაოტო მაცუმურა - ერთადერთი მამაცი ადამიანი, რომელიც ფუკუსიმოს ბირთვულ ელექტროსადგურთან, რადიოაქტიურ ზონაში საცხოვრებლად დარჩა. უვლის და კვებავს ყველა მიტოვებულ ცხოველს, რომლებიც მოსახლეობამ გამოსხივების დროს იძულებით დატოვა

ვიდრე ასეთი პოლიციელები არიან!

ავადმყოფი ბიჭუნა პოლიციელობაზე ოცნებობდა. პოლიციის ადგილობრივმა დეპარტამენტმა ბიჭუნას საპატიო პოლიციელის წოდება მიანიჭა და ამით მისი სურვილი აასრულა.

ვიდრე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ!

მაკდონალდსის თანამშრომელი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ნაყინს აჭმევს.

ვიდრე ენთუზიასმით აღსავსე ადამიანები არიან!

ამერიკაში, ფანჯრის მწმენდავები პოპულარული სუპერგმირის ფორმაში გამოეწყვნენ და ბავშვთა კლინიკის პაციენტები გაახარეს.

ვიდრე ცხოველთა პრობლემების მიმართ გულგრილები არ არიან!

სტიქიის შემდეგ, ტეხასში, ქალაქ ოსტინში, როცა წყალმა ცხოველთა თავშესაფარი დატბორა, მოსახლეობა ცხოველების სახლში წასაყვანად რიგში ჩადგა.

ვიდრე თანაგრძნობა შეუძლიათ!

დასვენების დღეებში, ეს 26 წლის დალაქი ბიჭი, ცნობილი როგორც "ქუჩის დალაქი", მელბურნის ქუჩებში უფასოდ კრეჭს უსახლკაროებს.

მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ვიდრე თანამდებობის პირები, მზად არიან მხარში დაუდგნენ უბრალო ადამიანებს!

თბილისში მომხდარი საშინელი წყალდიდობის დროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახი კალაძე, პირადად იღებდა მონაწილეობას სტიქიური უბედურების ლიკვიდაციაში. მილიონერი და ყოფილი ფეხბურთელი, მთელი დღე და ღამე სამაშველო ბრიგადასთან ერთად მუშაობდა.

მსოფლიოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ვიდრე სიკეთე ახსოვთ!

მეხანძრემ, 9 თვის გოგონა გადაარჩინა... 17 წლის შემდეგ კი გოგონამ ის სკოლის გამოშვებაზე მიიწვია

ვიდრე რწმენისთვის არ განარჩევენ!

ეს ბიჭი - ჰარმან სინგხია. მიუხედავად მკაცრი რელიგიური კანონებისა, მან დოლბანდი მოიხსნა და ავარიაში მოყოლილ პატარა ბიჭს, ჭრილობის შესახვევად გაუწოდა.

vicer.ru

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია