უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" საქართველოს მთავრობას მიმართავს

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" საქართველოს მთავრობას მიმართავს

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" საქართველოს მთავრობას მიმართავს. "ქართული ლეგიონის" ვიდეო მიმართვა ინტერნეტში დღეს გავრცელდა. მიმართვაში ისინი უკრაინაში მებრძოლი ქართველის კონსტანტინე ლაშხიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

"ლეგიონის სახელით მინდა მივმართო კოტე ლაშხიას ოჯახს და ახლობლებს. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და ვწუხართ, რომ ამჟამად ფრონტის ხაზზე ვიმყოფებით და ვერ ვესწრებით ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის, ქართველი მებრძოლის გამომშვიდობების ცერემონიალს. კოტე იყო ნამდვილი ლეგიონერი და შესანიშნავი მებრძოლი, მეგობარი. მოვუწოდებთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სათანადო სამხედრო პატივით დაიკრძალოს სამშობლოში კოტე ლაშხია. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს, უკრაინას და საქართველოს მტრების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქართველ მეომარს", _ ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.