არსებობს თუ არა საფრთხე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით - თბილისის მერის კომენტარი

არსებობს თუ არა საფრთხე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით - თბილისის მერის კომენტარი

ქალაქში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით საფრთხე აღარ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ვეფხვის ლეშის პოვნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ეს არის ბოლო მტაცებელი ცხოველი, რომელიც იძებნებოდა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩენილია ცხოველის ლეში, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლების მიერ შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ დადასტურდა, რომ არის ვეფხვი. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არის ბოლო მტაცებელი ცხოველი, რომელიც იძებნებოდა. ქალაქში მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით საფრთხე აღარ არსებობს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

დაკარგული ვეფხვი "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, გაწმენდითი სამუშაოების დროს, ადგილზე მომუშავე პირებმა იპოვნეს. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ტერიტორიაზე მძაფრი სუნი იგრძნობოდა.

ზოოპარკიდან დაკარგულ ცხოველს 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ქალაქში ეძებდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია