"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს­ შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში

ცდებს ატარებს, მაგ­რამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი­ არ აინტერესებს. მეზობლების საყ­ვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს...

მაყურებლის საყვარელი ფი­ლმი­ - "უძინართა მზე" 1992 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმში გელა ბენდელიანს გუჯა ბურდული განასახიერებს, მის მეუღლეს - ფილმის რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მეუღლე ლია ბაბლუანი, შვილს - დათოს, დათო კაზიშვილი, ნაბოლარა გოგონას, აგნესას კი, ეკა საათაშვილი, დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი:

- ბავშვობაში "მართვესთან" არსებულ გოგონათა ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლის ვიყავი, არტოს ბაღში გვქონდა კონცერტი. მახსოვს, კაცი მომიახლოვდა, თურმე რეჟისორის ასისტენტი ყოფილა, და მითხრა, აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში სინჯებზეო. მართლაც მივედი. ეპიზოდურ, მოხეტიალე მუსიკოსი გოგონას როლისთვის შემარჩიეს, მაგრამ თემურ ბაბლუანმა რომ მნახა, გადაწყვიტა, აგნესას როლზე ავეყვანე, საოცრად ჰგავს დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანსო. ასე გავხდი აგნესა.

ძილისგუდა ვიყავი და გადაღებაზე მისვლა მიჭირდა. განსაკუთრებით დამა­მახს­ოვრდა ბოლო სცენა, სადაც ვამბ­ობ, ვირთ­ხები მე გავუშვი-მეთქი. ფილმში არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი ფრაზის წარმოსათქმელად გამაღვიძეს და გაბრაზებული ვიყავი.

ფილმში ასეთი სცენაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნდება. მე გახარებული გავრბივარ მისკენ და უცებ წავიქცევი. რეპეტიციები მქონდა, თუ როგორ უნდა წავქცეულიყავი. ამისთვის საგანგებოდ ლეიბიც გამიფინეს. გადაღება რომ დაიწყო, გამოვექანე მთელი სისწრაფით და ისე გადავეშვი, თითქოს აუზში­ ვხტებოდი. მითხრეს, ისე უნდა წაიქცე, რომ კადრშიც ჩანდეს შენი დაცემაო. ამიტომ, სანამ სასურველ პოზაში დავეცემოდი, ბევრი დუბლის გადაღება დაგვჭირდა.

ყველა ძალიან თბილად მექცეოდა. ცდილობდნენ, გაუსაძლისი არ გამხდარიყო ჩემი ასაკისთვის დამღლელი რეჟიმი.­ ჩემს ეკრანულ მშობლებთან, ქალბატონ ლიასა და ბატონ გუჯასთან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ოჯახის წევრებთან. მართლაც პატარა ოჯახივით ვიყავით.

დათო ჩემზე უფროსი იყო, ისიც ჩემსავით გამოუცდელი, მაგრამ დაძმობა კარგად გამოგვივიდა. ფილმის ბოლო კადრი რომ გადავიღეთ, უკვე 16 წლის ვიყავი.

და აი, გამოვიდა ფილმი და ძალიან პოპულარული გავხდი. თავიდან ეს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ქუჩაში­ "აგნესას" რომ დამიძახებდნენ, ვიბნეოდი, მერე მივეჩვიე ორი სახელით ცხოვრებას. დღეს აგნესაზეც ვრეაგირებ და ეკაზეც - ორი სახელით ვცხოვრობ.

ნაცნობი თუ უცნობი მაშინ ხშირად მეკითხებოდა: "რატომ გაუშვი ვირთხები?" მე ხუმრობით ვპასუხობდი, რეჟისორული ჩანაფიქრის თანახმად, ეს ამბავი მე დამბრალდა­-მეთქი. ასეთი გამოსავალი გამოვნახე.

- ფილმის ­პერსონაჟებიდან რომელიმესთან­ თუ გააგრძელეთ ურთიერთობა.

- ყველაზე კარგი ურთიერთობა დათო კაზიშვილთან მაქვს. ახლა იგი მონასტერშია. თუმცა, მაინც მგონია, რომ საერო ცხოვრებას დაუბრუნდება. ახლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ თავს იქ უფრო კარგად­ გრძნობს­. დათო ძალიან კეთილი და სუფთა ადამი­ანია. არ არის ისეთი, როგორი იმიჯიც შეუქმნეს ფილმის შემდეგ, თითქოს ციხეში იჯდა, ზოგი იმასაც ამბობდა, გარდაიცვალაო. ბევრი ჭორი ტრიალებდა. სინამდვილ­ეში არასდროს მჯდარა ციხეში და ცუდიც არაფერი ჩაუდენია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია