"ივანიშვილი ჩირგვებში იყო ვეფხვის გვერდით გაყუჩებული ლაგუნა ვერეზე, კაპიკს არ დებდა" - შალვა ნათელაშვილის ბრალდება

"ივანიშვილი ჩირგვებში იყო ვეფხვის გვერდით გაყუჩებული ლაგუნა ვერეზე, კაპიკს არ დებდა" - შალვა ნათელაშვილის ბრალდება

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მილიონერ დეპუტატებს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რო მათ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად არაფერი გაიღეს.

"მაშინ, როდესაც ახალგაზრდები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მილიონერ დეპუტატებს, რომელთა ხელში მინიმუმ 10 მლრდ-ია აკუმულირებული, კაპიკი არ გაუღიათ, ერთი ნაყინი არ მიუტანიათ, ერთი ლიმონათი არ მიუტანია თოფაძეს... მაგათ რამე გაეკეთებინათ და არ გაეპიარებინათ გამორიცხულია. ყველა იყო ჩამალული ჩირგვებში. გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ კრიმინალური რეჟიმის მეთაური ბიძინა ივანიშვილი ჩირგვებში იყო, მემგონი იმ ვეფხვის გვერდით გაყუჩებული ლაგუნა ვერეზე, კაპიკ ფულს არ დებდა, სანამ არ გამოვაგდეთ ბუნაგიდან და არ ვიკითხეთ, აბა შენ რა წვლილი შეგაქვს სტიქიური უბედურების ლიკვიდაციაში. მერე კეთილი ინება და ორმილიონ ნახევარი "ქართუ ბანკიდან" გადარიცხა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "იმედის კვირაში" სტუმრობისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია