"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ჩემს ქვეყანაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარია. აქ კი საოცარი გახსნილობაა და იმხელა სიყვარულს გაგრძნობინებენ, რომ არ შეიძლება ეს არ გაბედნიერებდეს"

ჩემთაი იეგონი 29 წლის კენიელია. ამ ლამაზმანის დანახვაზე ქუჩაში ხშირ­ად ვერ იკავებენ თავს და ქათინაურ­ებს უძღვნიან. ახალგაზრდა ქალი მორცხვად იღიმება, თვალებით უხდის მადლობას აღფრთოვანებულ მოქალაქეებს და ამაყად და მოხდენილად განაგრძობს გზას.

ჩემთაი საერთო მეგობარმა გამაცნო­. მისი სახელი "დილით დაბადებულ გოგონას"­ ნიშნავს. ის კიფსიგისების, მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მორბენლების ტომიდან არის. პროფესიით პედაგოგი­ ოცნებობდა, სადმე, უცნობ ქვეყანაში ემუშავა ინგლისური ენის მასწავლებლად. ერთ დღესაც შესთავაზეს მონაწილეობა პროგრამაში "ასწავლე ინგლისური ენა". უთხრეს, რომ საქართველოში უნდა ემუშავა, ეცხოვრა უცნობი ადამიანების ოჯახში და შესჩვეოდა­ გარემოს, რომელიც შესაძლოა თავიდან სულაც არ ყოფილიყო მეგობრულად განწყობილი. ჩემთაი ამბობს, რომ გაუმართლა. ახლა ის ბრიტანეთის საბჭოს"ინგლისური ენის სკოლაში მუშაობს.

ჩემთაი იეგონი: - პირველად კეხიჯვ­არში მოვხვდი, მთივლიშვილების ოჯახში. საქართველო ჩემთვის ამ ოჯახიდან იწყება. არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო სტუმარი ვიყავი, რომელიც დროებით იყო მათ­თან შეკედლებული. არადა, მასწავლებლების­ ნაწილი მტრულად განწყობილ ოჯა­ხე­ბში მოხვდა, მათ ყველაფერში ხელს უშლიდნენ.­ ამიტომაც წავიდნენ და თქვეს, არასოდეს მოვიხედავთ აქეთო. საბედნიეროდ, უმრავლესობას კარგი მასპინძელი შეხვდა და მათთვის, ისევე როგორც ჩემთვის, საქარ­თველო ძალიან ძვირფასია. ამიტომაც ვარ აქ და ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები როგორც უცხო ქვეყანაში კი არა, როგორც შინ.

თქვენი ძველი ანდაზა ყოფილა, სტუმარი ღვთისააო.­ მეც ასე მიმიღეს.

- რას გვეტყვი კენიის შესახებ,­ რით არის შენი ქვეყანა განსაკუთრებული?

- კენიაში 42 ტომი ცხოვრობს, შესაძ­ლოა, უფრო მეტიც, მაგრამ ზოგჯერ იკარგებიან, სხვებს ერევიან. ყველას თავისი ენა აქვს. ეს ენები ძალიან განსხვავებულია, ამიტომაც არის კენიის სახელმწიფო ენებად გამოცხადებული - სუაჰილი და ინგლისური. არა მხოლოდ ენა, კულტურა და სამზარეულოც ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს.

კენიაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც იცის, რომ ადამიანებს მხოლოდ სამყაროსთან ერთიანობაში მყოფთ შეუძლიათ იცხოვრონ ჰარმონიულად. ამ ხალხმა იცის, რომ არაფერს ნიშნავს მხოლოდ ადამიანთა კანონები. თუ ბუნების, სამყაროს კანონებს უგულებელყოფ, ბუნება დაგსჯის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია