რატომ მივდივარ GEM fest-ზე: ნანუკა გოგიჩაიშვილი: „დღეს ამ ჟანრში ბევრი ღირებული იქმნება...“

რატომ მივდივარ GEM fest-ზე: ნანუკა გოგიჩაიშვილი: „დღეს ამ ჟანრში ბევრი ღირებული იქმნება...“

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი გართობის მოყვარულია. საზღვარგარეთ კლუბურ ივენთებს დასწრებია და ძალიან მოსწონს. მეგობრებისგან გაიგო, რომ ანაკლიაში GEM fest ტარდება და ვინაიდან ელექტრონული მუსიკის მოყვარულია, მათთან ერთად აპირებს, ზღვისპირეთს მიაშუროს.

- ყველანაირი გართობა მიყვარს, მით უმეტეს, ძალიან მომწონს ელექტრონული მუსიკა. მქონდა ასაკი, როდესაც ვამბობდი, ამ მუსიკაზე ვერ ვცეკვავ და ვერ ვერთობი-მეთქი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვუყურებ. ვფიქრობ, დღეს ამ ჟანრში ბევრი ღირებული რამ იქმნება. ვარ ნამყოფი ბერლინში, სხვადასხვა საკლუბო ივენთზე და ძალიან ვერთობი ხოლმე, ასევე პარიზში.

ჩემი მეგობრები ელოდებიან ანაკლიაში GEM fest-ს. კარგი ინტუიცია აქვთ ამ მხრივ. საქართველოსთვის ახალია და რატომაც არ უნდა წავიდე? ჩემი მეგობრები იმდენად ელიან და ჩართულები არიან, რომ წელს უარს არ ვიტყვი ანაკლიაში ჩასვლაზე. მეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი დიჯეები ჩამოდიან. არა მხოლოდ გაერთობი, არამედ ასე ვთქვათ, „სხვაგანაც იმოგზაურებ“.

- როგორც ჩანს, შენს სამეგობროში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ჟანრს უსმენს.

- რატომღაც დღეს მოდად დამკვიდრდა ელექტრონული მუსიკის სიყვარული. ჩემს მეგობრებს მართლაც ძალიან უყვართ. იყო დრო, როცა ჭამის დროსაც მქონდა ჩართული კლუბური მუსიკა. ეს ისეთი რამეა, რასაც ადვილად აჰყვები და სიამოვნებით იცეკვებ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის 9-დღიანი მულტი-პასი, რომლითაც ნებისმიერ ივენთს დაესწრებით, eventer.ge-ზე იყიდება, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ GEM fest-ის ოფისშიც და ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.ჯი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია