ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

ბერძნულ "ცეცხლში" მოყოლილი ქართველები

საბერძნეთში 5 ივლისს გამართული რეფერენდუმის შედეგები ცნობილია - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ქვეყანა, რომელიც 10 წლის წინ ევროპაში განვითარების ყველაზე სწრაფი ტემპებით გამოირჩეოდა, დეფოლტის ზღვარზე დგას. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა, რაც ნიშნავს,­ რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორებისგან ვერ მიიღებს, ფაქტობრივად, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 7,2 მილიარდ ევროს, რომელიც გაყინულია, სანამ ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს არ დათანხმდებიან.

საბერძნეთში კვლვა დაკეტილი რჩება ბანკები, რომლებიც სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება. ბანკების დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოსახლეობამ შექმნილი პანიკის გამო დიდი რაოდენობით თანხა გაიტანა. დაწესდა შეზღუდვები ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც - ლიმიტი 60 ევროს ოდენობით. ამის გამო ბანკებთან უზარმაზარი რიგები დადგა. ბოლო კვირაში საბერძნეთის სასტუმროებში ტურისტების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 50 ათასით შემცირდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფინანსურ კრიზისს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაერთო. ხალხის აზრი თითქმის თანაბრად გაიყო - ნაწილი თანახმაა, ქამრები შემოიჭიროს და ევროპის პირობებს დათანხმდეს, ნაწილს კი არ სურს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები, თუნდაც ეს ევროკავშირის დატოვების ფასად დაუჯდეს.

საბერძნეთში დაახლოებით 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, მუშაობს და იქ გამომუშავებული ფულით საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენს. ამას საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხებიც ცხადყოფს, რომელიც მოცულობით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქართველების ნაწილი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებაში მათი იქ ყოფნის პირობებს, თუნდაც შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია