ick.ge: კახეთში გაუპატიურებული პირველკლასელის მშობლებს მოძღვარმა ურჩია, პოლიციისთვის არ მიემართათ

ick.ge: კახეთში გაუპატიურებული პირველკლასელის მშობლებს მოძღვარმა ურჩია, პოლიციისთვის არ მიემართათ

კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლეებმა გააუპატიურეს – ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა პედაგოგმა მას შემდეგ აცნობა, რაც მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა დანაშაული დამალეს, პოლიციას კი სკოლის დირექტორმაც არ მიაწოდა ინფორმაცია. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მან ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო, თუმცა არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც სოციალური მუშაკებისთვის, რადგან "ბავშვს არ ეტყობოდა, რომ ნაწვალები იყო".

წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა სოფლის მაცხოვრებლებმა მსხვერპლის მშობლების გარდა, სკოლის წარმომადგენლებსაც აცნობეს. მისივე თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შეიკავეს და დახმარებისთვის სოფლის მოძღვარს მიმართეს. წყაროს თქმით, მოძღვარმა მათ ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მოძღვარმა არ დაადასტურა, რომ მან მომხდარის შესახებ რაიმე იცის. "არც გამიგია ეგ ამბავი. როდის მოხდა? არ ვიცი. ჩემთვის არავის მოუმართავს. რომ გამეგო, მე თვითონ მივმართავდი პოლიციას", - განაცხადა მოძღვარმა.

წყაროს ცნობით, სკოლის დირექტორს მომხდარის შესახებ პედაგოგებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო.

სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია