აფაქიძის ქუჩაზე ნგრევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა 18 წლის იყო

აფაქიძის ქუჩაზე ნგრევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა 18 წლის იყო

ახალგაზრდა, რომელიც თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნგრევის რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფაქიძის #13-ში მომხდარი ნგრევისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, 18 წლის იყო. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ობიექტზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ახლობლები, რომლებიც ნათესავის მდგომარეობის გარკვევას ცდილობენ. მათი ინფორმაციით, მათი ახლობელი, რომელიც თბილისში, აფაქიძის #13-ში მუშაობდა, დაახლოებით 16-17 წლის ახალგაზრდაა. სავაურდოდ, ამ შემთხვევაში, ერთსა და იმავე პირზეა საუბარი.

სახლის ჩამონგრევის ამსახველი პირველი კადრები - რა მოხდა სპორტის სასახლესთან

არსებული ინფორმაციით, კიდევ სამი დაღუპული მამაკაცის ასაკი საშუალოდ 35-40 წელია. კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრში", აფაქიძის 13-ში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის პრესამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ოჯახებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში. შენობა კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრს" ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია